ლეილა გერსამია (დ. 16 ოქტომბერი, 1944, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1968 წლიდან იყო კარდიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1985 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრის დოცენტი. ავტორია 60 სამეცნიერო ნაშრომის.

1976 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „გულის მარცხენა და მარჯვენა პარკუჭების ფუნქციური მდგომარეობის შესწავლა ჰიპერტონული დაავადების დროს.“

სადოქტორო დისერტაციის თემა — „არტერიული სისტემის პეიმდანსის შედარებითი შესწავლა.“

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.63

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება