ლევ ვიქტორის ძე ძეკონსკი (რუს. Лев Викторович Дзеконский; დ. 30 დეკემბერი, 1912, — გ. 12 დეკემბერი, 1993) — ქართველი და საბჭოთა კალათბურთელი და კალათბურთის მწვრთნელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1947), საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი (1953), საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1957).[1]

ლევ ძეკონსკი

ლევ ვიქტორის ძე ძეკონსკი
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი — 1947
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 30 დეკემბერი, 1912
ალექსანდროპოლი, რუსეთის იმპერია
გარდაიცვალა 12 დეკემბერი, 1993 (80 წლის)
უმაღლესი სკოლა თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტი
საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი
სიმაღლე 174 სმ
კარიერის ისტორია
1933–1938 ინდ. ინსტიტუტი თბილისი
1938–1941 „ლოკომოტივი“ თბილისი
1942–1944 დკა თბილისი
1945–1947 ტოდო თბილისი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა ალექსანდროპოლში. დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტი და საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. თამაშობდა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის გუნდში (1933–1938), თბილისის „ლოკომოტივსა“ (1938–1941) და თბილისის არმიელთა გუნდებში — დკა, ტდო, ტოდო (1944–1947). საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1944, 1946), ორგზის მეორე (1940, 1945) და მესამე (1939) პრიზიორი. იყო თბილისის არმიელთა გუნდის მოთამაშე-მწვრთნელი (1942–49), პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქალთა გუნდისა (სპი) და საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1950–1977). მისი ხელმძღვანელობით სპი-ს ქალთა გუნდი ორჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1966, 1967). იმსაჯა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის შეხვედრები (1953).

მიღწევები რედაქტირება

  „ლოკომოტივი“ თბილისი
  • საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი: 1940
  • საბჭოთა კავშირის მესამე პრიზიორი: 1939
  დკა თბილისი
  • საბჭოთა კავშირის ჩემპიონი: 1944
  • საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი: 1944
  ტოდო თბილისი
  • საბჭოთა კავშირის ჩემპიონი: 1946

ლიტერატურა რედაქტირება

პერიოდიკა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. სიმონიშვილი, ვაჟა (23 სექტემბერი, 2021). „გზა ევრობასკეტისკენ. ოთარ ქორქიას ეპოქა — უნიკალური კადრები პირველი არხის არქივიდან“. 1tv.ge. საქართველოს პირველი არხი. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)