ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი (დ. 10 დეკემბერი, 1978, თბილისი)[1]საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2022 წლის 9 თებერვლიდან.[2] ვიცე-პრემიერი 2021 წლის 12 ივლისიდან.[3] მანამდე — საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი 2016 წლის 9 სექტემბრიდან 2017 წლის 15 დეკემბერამდე; 2017-2022 წლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანების შემდეგ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

ლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა9 თებერვალი, 2022
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი კობახიძე
წინამორბედინათია თურნავა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 დეკემბერი, 2017 – 9 თებერვალი, 2022
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
მამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია
ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრეოთარ შამუგია

თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 სექტემბერი, 2016 – 15 დეკემბერი, 2017
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედიოთარ დანელია
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

დაბადებული10 დეკემბერი, 1978 (1978-12-10) (45 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
შვილები2 შვილი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაეკონომისტი

ბიოგრაფია რედაქტირება

2002-2003 წლებში იყო MIP (მილანი) ბიზნესის მართვის მაგისტრი; 1999-2001 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის მართვის მაგისტრი. 1995-1999 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ბაკალავრი.

2016 წლის 9 სექტემბრიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი; 2014 წლის 5 ნოემბრიდან 2016 წლის 8 სექტემბრამდე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 2012 წლის 4 დეკემბრიდან – საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი; 2010-2011 წლებში საქართველოს ღვინის მწარმოებელთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე; 2010-2011 წლებში — საქართველოს ღვინის მწარმოებელთა კავშირის გამგეობის წევრი; 2009 წლიდან 2012 წლის დეკემბრამდე — შპს „SCHUCHMANN WINES GEORGIA“-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი. 2007-2009 წლებში — USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის Ag Vantage-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2002-2007 წლებში – შპს „წინანდლის ძველი მარნის“ გენერალური მენეჯერი; 1999-2001 წლებში — მსოფლიო ბანკის საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მართვის დახმარების ცენტრის მთავარი ბიზნეს-კონსულტანტი; 1999 წლის ივნისიდან 1999 წლის სექტემბრამდე იყო შემოსავლების სამინისტროს სოციალური გადასახადების დეპარტამენტის უფროსი; 1997-1999 წლებში — საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სადაზღვევო რეგულაციებისა და სტანდარტების დეპარტამენტის უფროსი.

ლევან დავითაშვილი ფლობს ინგლისურ, რუსულ, იტალიურ ენებს. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: ლევან დავითაშვილი. declaration.gov.ge (5 თებერვალი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29.01.2022. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2022
  2. „თურნავა მიდის, მას დავითაშვილი ცვლის“. On.ge. 6 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 9 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  3. „ირაკლი ღარიბაშვილმა თეა წულუკიანი და ლევან დავითაშვილი ვიცე-პრემიერებად დანიშნა“. Civil.ge. 12 ივლისი, 2021. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)