ლეგენდა მაძიებელზე

„ლეგენდა მაძიებელზე“ (ინგლ. Legend of the Seeker) — ფანტასტიკური ჟანრის სათავგადასავლო ტელესერიალი, რომელიც დაფუძნებულია ტერი გუდკაინდის წიგნების სერიაზე „ჭეშმარიტების მახვილი“.

ლეგენდა მაძიებელზე
ავტორი სემ რეიმი
ტერი გუდკაინდი
რეჟისორი მარკ ბისლი
მაიკლ ჰიორსტი
ჰარტ მაქსველი
მონაწილეობენ კრეიგ ჰორნერი
ბრიჯიტ რეგანი
ბრიუს სპენსი
ტაბრეტ ბეტჰელი
ქვეყანა აშშ
სეზონი 2
ეპიზოდი 44 (ეპიზოდების სია)
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი სემ რეიმი
რობერტ ტაპერტი
ჯოშუა დონენი
ნედ ნელი
კენეტ ბილერი
ხანგრძლივობა 42 წუთი
ეთერში 1 ნოემბერი, 2008 (2008-11-01) — 22 მაისი, 2010 (2010-05-22)
რესურსები ინტერნეტში
საიტი

სიუჟეტი რედაქტირება

რიჩარდ საიფერი — მაძიებელი, მებრძოლი, რომელმაც ლეგენდის თანახმად უნდა დაამარცხოს სასტიკი ტირანი დარკენ რალი. თავისი მისიის შესრულებაში მას ეხმარებიან კალან ამნელი (აღმსარებელი) და ჯადოქარი ზედიკუს ზულ ზორანდერი.

მეორე სეზონში, როცა დარკენ რალი დამარცხებულია, მაძიებელს ახალი მტერი გამოუჩნდება — ქვესკნელის მბრძანებელი. ამავე სეზონში მის გუნდს უერთდება მორდ-სითი, სახელად კარა, რომელიც ადრე დარკენ რალს ემსახურებოდა.

პერსონაჟები რედაქტირება

მთავარი გმირები რედაქტირება

  • რიჩარდ საიფერი (კრეიგ ჰორნერი) — ახალგაზრდა მეტყევე, რომელიც წინასწარმეტყველების თანახმად გახდა მაძიებელი და იბრძვის დარკენ რალის წინააღმდეგ. სერიალის მეორე სეზონში ირკვევა რომ დარკენ რალი მისი ძმაა და მას შეუძლია დაიკავოს სამეფო ტახტი, თუმცა იგი უარს ამბობს და აგრძელებს ბრძოლას ქვესკნელის მბრძანებლის წინააღმდეგ
  • კალან ამნელი (ბრიჯიტ რეგანი) — დედა-აღმსარებელი, რომელიც ეხმარება მაძიებელს თავის მისიაში. გააჩნია უნიკალური ძალა: თავისი შეხებით შეუძლია დაიმორჩილოს ნებისმიერი ადამიანი, გარდა ამისა მას შეუძლია ამოიცნოს, როცა ადამიანი ცრუობს.
  • ზედიკუს ზულ ზორანდერი იგივე ზედი (ბრიუს სპენსი) — რიჩარდის პაპა, პირველი რანგის ჯადოქარი.
  • კარა (ტაბრეტ ბეტჰელი) — მორდ-სითი, ლორდი რალის პირადი მცველი. დარკენ რალის სიკვდილის შემდეგ უერთდება მაძიებელს თავის მისიაში.
  • დარკენ რალი (კრეგ პარკერი) — დაჰარის მმართველი და მაძიებლის მთავარი მტერი პირველი სეზონის მანძილზე. იღუპება პირველი სეზონის ბოლოს, თუმცა მეორე სეზონში ბრუნდება როგორც სული და ქვესკნელის მბრძანებელს ემსახურება. მოგვიანებით წყვდიადის დების დახმარებით სიცოცხლეს იბრუნებს თავისი ორეულის სხეულში.

მეორეხარისხოვანი გმირები რედაქტირება

  • დენი ამნელი (ტანია ნოლანი) — კალანის უმცროსი და. პირველ სერიაში საზღვრის კადაკვეთისას მძიმედ დაიჭრა და კალანი დარწმუნებული იყო რომ იგი დაიღუპა, თუმცა მოგვიანებით იგებს რომ დენი გადარჩა და ტყვეობაში იმყოფება. კალანი და რიჩარდი ანთავისუფლებენ მას ტყვეობიდან და იგებენ რომ იგი ორსულადაა. დენის შეეძინება ვაჟი. იგი შვილთან და დანარჩენ აღმსარებლებთან ერთად (კალანის გარდა) იმალება ვალერიაში, მაგრამ მორდ-სითები პოულობენ მათ და ყველას ხოცავენ. მეორე სეზონში დენა (მორდ-სითი) მაგიის დახმარებით აცოცხლებს მას სხვა ქალის სხეულში, რიც შემდეგაც იგი იმ ქალის ოჯახში იწყებს ცხოვრებას.
  • დელ ბრენდსტოუნი იგივე ჩეიზი (ჯეი ლაგაია)  — ყოფილი დაცვის უფროსი ჰართლენდში. რიჩარდის მეგობარი.
  • მაიკლ საიფერი (დევიდ დე ლატური)— რიჩარდის გერი ძმა და ჰართლენდის პირველი მრჩეველი. დაიღუპა დ'ჰარის ჯარისკაცებთან შეტაკებისას.
  • ჯენსენი (ბრუკ უილიამსი) — რიჩარდის და დარკენ რალის უმცროსი და. მასზე არ მოქმედებს არანაირი მაგია.
  • შოტა (დანიელ კორმაკი) — ჯადოქარი, არ არის მაძიებლის მოკავშირე და მოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ზოგჯერ ეხმარება მას. დარკენ რალის სიკვდილის შემდეგ იწინასწარმეტყველა რომ რიჩარდი დამარცხდება ქვესკნელის მბრძანებელთან და ცდილობს აიძულოს ზედი რათა მან აირჩიოს სხვა მაძიებელი.
  • ლეო დეინი (მეთიუ ლე ნევეზი) — მჭედელი, რომელსაც ზედი შოტას რჩევით ირჩევს მაძიებლად რიჩარდის არყოფნაში. გააჩნია ყველა თვისება რაც აუცილებელია მაძიებლისთვის. დაიღუპა ბრძოლაში კალანის დაცვისას.

სეზონები რედაქტირება

სეზონი ეპიზოდი გამოსვლის თარიღი
სეზონის პრემიერა სეზონის ფინალი
1 22 1 ნოემბერი 2008 23 მაისი 2009
2 22 7 ნოემბერი 2009 22 მაისი 2010

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება