ლეგატო (იტალ. legato — „დაკავშირებული“) — მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის ხერხი, ბგერათა შეკრული შესრულება, რომლის დროსაც ხდება ერთი ბგერიდან მეორეზე თანდათანობით, გადაბმით (უპაუზოდ) გადასვლა.

ლეგატოს აღნიშვნა ნოტებში

სანოტო ჩანაწერში ლეგატო აღინიშნება რკალისებური ხაზით — ლიგით, რომელიც აერთიანებს ლეგატოს მეშვეობით შესრულებად ნოტებს. აგრეთვე, შეიძლება აღინიშნებოდეს სიტყვით legato ნოტების შესაბამისი ჯგუფის გვერდით.

ლიტერატურა რედაქტირება