ლეგასპიქალაქი და ნავსადგური ფილიპინებში, კუნძულ ლუსონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ალბაის უბეში. ალბაის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი,182,201 მცხოვრებით (2010). დიდი სარკინიგზო კვანძი, ქალაქში აგრეთვე არის აეროდრომი. საფეიქრო ბანანის, ბრინჯის, ქოქოსის, პალმის პროდუქტების გადამუშავება.ბამბუკის ნაკეთობათა შინამრეწველური წარმოება. გააქვთ ბრინჯი, საფეიქრო ბანანი და კოპრი.

ქალაქი
ლეგასპი

ქალაქი ლეგასპი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
რეგიონი ალბაი
კოორდინატები 13°08′00″ ჩ. გ. 123°44′00″ ა. გ. / 13.13333° ჩ. გ. 123.73333° ა. გ. / 13.13333; 123.73333
დაარსდა 1616
პირველი ხსენება 1616
ამჟამინდელი სტატუსი 1959
ფართობი 153.70 კმ²
ცენტრის სიმაღლე 149 მეტრი
კლიმატის ტიპი სუბეკვატორული
მოსახლეობა 182,201 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 1,200 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 52
საფოსტო ინდექსი 4500
ოფიციალური საიტი http://legazpi.gov.ph/
ლეგასპი — ფილიპინები
ლეგასპი

ლიტერატურა რედაქტირება