სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დვალი.

ლაშა დვალი (დ. 14 მაისი, 1995, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, შეცინის კლუბ „პოგონში“ მოასპარეზე და საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი. აგრეთვე გამოდის საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების რიგებში.

ლაშა დვალი
„სკონტოში“
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლაშა დვალი
დაბადების
თარიღი
14 მაისი, 1995 (1995-05-14) (28 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველოს დროშა საქართველო
სიმაღლე 1,91 მ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
პოგონი
ნომერი 7
ახალგაზრდული კარიერა
2001-2008 საბურთალო
2008-2012 მეტალურგი-2 რუსთავი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2013 სკონტო რიგა 3 (0)
2013- რედინგი 0 (0)
2013–2015სკონტო რიგა (იჯარით) 32 (3)
2014–2015ქასიმფაშა (იჯარით) 10 (1)
2015– დუისბურგი 1 (0)
ეროვნული ნაკრები
2011-2012 საქართველო 17 წლ. 8 (0)
2012-2013 საქართველო 19 წლ. 9 (0)
2014- საქართველო 21 წლ. 3 (0)
2015- საქართველო 12 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 26 სექტემბერი, 2015
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 26 სექტემბერი, 2015

ადრეული წლები რედაქტირება

ლაშა დვალი დაიბადა 1995 წლის 14 მაისს თბილისში. 6 წლის ასაკში საფეხბურთო სკოლა საბურთალოში შეიყვანეს. მისი პირველი მწვრთნელი მამუკა ღვიტიძე იყო. 13 წლის ასაკში გადავიდა მწვრთნელ გუბაზ დოლიძესთან იბერია 2010-ში, რომელიც იმ პერიოდში რუსთავის მეტალურგის დუბლების სახელით გამოდიოდა. აქ მან 3.5 წელი დაჰყო.[1]

კარიერა რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

2013 წლის სექტემბრიდან დვალი ინგლისური „რიდინგის“ ფეხბურთელი იყო და რიგის „სკონტოში“ განათხოვრების წესით თამაშობდა. დვალმა გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზა ვერ მიიღო და ახალ გუნდს ეძებდა. 2015 წლის 2 თებერვლიდან ის „ქასიმფაშას“ მთავარი მწვრთნელის, შოთა არველაძის ინიციატივით თურქულ კლუბში 4 თვით იჯარის წესით ჩაირიცხა.[2]

2015 წლის 31 აგვისტოს 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე „დუისბურგთან“.[3][4][5]

სანაკრებო რედაქტირება

ლაშა დვალს უთამაშია საქართველოს ასაკობრივ გუნდებში: 17-წლამდელთა, 19-წლამდელთა და 21-წლამდელთა ნაკრებებში.

საქართველოს ძირითად გუნდში დვალი პირველად 2014 წლის ოქტომბერში გამოიძახა თემურ ქეცბაიამ, შოტლანდიასთან და გიბრალტართან გასვლითი მატჩების წინ. მან დიდი ბრიტანეთის ვიზა დროულად ვერ აიღო და გლაზგოური დაპირისპირება გამოტოვა,[6] გიბრალტართან კი მწვრთნელმა არ ათამაშა. მისი სანაკრებო დებიუტი 2015 წლის 29 მარტს შედგა გერმანიის ნაკრებთან შეხვედრაში (0-2), — მწვრთნელმა კახა ცხადაძემ მე-4 წუთზე ტრავმირებული ალექსანდრე ამისულაშვილის ნაცვლად შეიყვანა მინდორზე.[7].

ტიტულები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ლაშა დვალი: ჩვენი თაობა წინას შეცდომებზე გაიზარდა. „Sportall.ge“, 27-06-2013.
  2. ლაშა დვალი ქასიმფაშაში ითამაშებს
  3. Zebras verpflichten ablösefrei Abwehrspieler Lasha Dvali German. MSV Duisburg (31 აგვისტო 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო 2015.
  4. ექსკლუზივი: ლაშა დვალმა "დუისბურგთან" კონტრაქტი გააფორმა, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 31 აგვისტო, 2015.
  5. ლაში დვალი: ხუთჯერ უკეთეს პირობებს მთავაზობდნენ, მაგრამ "დუისბურგი" ვარჩიე, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 1 სექტემბერი, 2015.
  6. საქართველოს ნაკრებს დაუშვილი გამოაკლდა და დვალი დაემატა. „მსოფლიო სპორტი“, 13.10.2014.
  7. საქართველო-გერმანია 0:2 - როგორც 20 წლის წინ. „Sportall.ge“, 29-03-2015