ლაშარის ჯვრის ნიში
ლაშარის ჯვრის ნიში — საკულტო ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ იხინჭის ტერიტორიაზე (სოფელ ჟებოტის მიდამოები), მშრალი ხევის მარჯვენა ნაპირზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ნაგებია მოზრდილი ზომის ნატეხი ქვით, გეგმით თითქმის კვადრატული. მასიური ნაგებობის სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ წახნაგებში თითო სწორკუთხა ნიშია. სახურავი ქვისაა, ორფერდა.
სალოცავს შემოვლებული აქვს ნატეხი ქვით ნაგები დაბალი გალავანი.
ლიტერატურა რედაქტირება
- რამიშვილი რ., ჯორბენაძე ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 399-400.