ლაფანყურის ლაშარის ჯვარი

ლაშარის ჯვარი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ლაფანყურის სამხრეთ-დასავლლეთით, დაახლოებით 2-2,5 კილომეტრზე მდინარე ლოპოტის მარჯვნივ, პატარა შენაკადის მაჩხაურის ხევის ხეობაში, ტყეში. სავარაუდოდ, თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ნაგებობა გეგმით თითქმის კვადრატულია (მიახლოებით 9,8 x 8,7 მ). ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. შემორჩენილია მხოლოდ ორი კედელი - 1-1,5 მ სიმაღლეზე. დანარჩენი ორისგან კი მხოლოდ კვალი იკითხება. შემორჩენილი კედლებიდან ერთს მთელ სიგრძეზე გასდევდა ქვით ნაგები საწნახელი (შემორჩენილია ნაშთები), რომელიც ვიწრო ტიხრით ორ, თანაბარ ნაწილად იყო გამოყოფილი.

სოფლის მოსახლეობას, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში არაგვისა და ივრის ხეობიდან ჩამოსახლებული ფშავლებისგან შედგება, ნანგრევებთან მცირე, სასანთლე ნიში აუგია და მისთვის ლაშარის ჯვარი უწოდებია. ნაგებობასაც ამ სახელით მოიხსენიებენ.

ლიტერატურა რედაქტირება