ლატფარის უღელტეხილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლატფარი (მრავალმნიშვნელოვანი).

ლატფარის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის ქედზე, მდინარეების ლამუშურისწყლისა (ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი) და ვალეეშის (ენგურის მარცხენა შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე 2830 მ. ლატფარის უღელტეხილის მიდამო აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით. საჭაპანო გზით აკავშირებს ქვემო სვანეთს (ცხენისწყლის აუზი) ზემო სვანეთთან (ენგურის აუზი).

ლატფარის უღელტეხილი
ლატფარის უღელტეხილი
ლატფარის უღელტეხილი
კოორდინატები: 42°52′53″ ჩ. გ. 42°56′47″ ა. გ. / 42.88139° ჩ. გ. 42.94639° ა. გ. / 42.88139; 42.94639
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2830 
ქედი სვანეთის ქედი
აკავშირებს ქვემო სვანეთს ზემო სვანეთთან
ამგებელი ქანები თიხაფიქლები
ქვიშაქვები
ფლორა სუბალპური და ალპური მდელოები
ლატფარის უღელტეხილი — საქართველო
ლატფარის უღელტეხილი
ლატფარის უღელტეხილი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ლატფარის უღელტეხილი

ლიტერატურა რედაქტირება