ლატვიური სახელმწიფო გერბი შექმნილ იქნა ლატვიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის (1918 წლის ნოემბერი) შემდგომ. გერბზე გამოსახულია, როგორც ლატვიის სახელმწიფო სიმბოლიკა, ისევე ამ კვეყნის ისტორიული კუთხეების სიმბოლოები.

ლატვიის გერბი
დეტალები

ფარის ზემო ნაწილში გამოსახული მზე აღნიშნავს ლატვიურ ეროვნულ სახელმწიფოებრიობას. მზე იყო პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთის იმპერიის არმიის შემადგენლობაში მყოფი ლატვიური ქვედანაყოფების სიმბოლო.

ფარის ზემოთ გამოსახული სამი ვარსკვლავი აღნიშნავენ ლატვიის სამ ისტორიულ ნაწილს (ვიძემე, ლატგალია და კურლანდია-ზემგალია).

წითელი ლომი არის კურლანიის და ზემგალიის (დასავლეთ ლატვია) ჰერალდიკური სიმბოლო. პირველად იგი გამოსახულ იქნა 1569 წელს კურლანდია-ზემგალიის ჰერცოგის გერბზე. ვერცხლისფერი გრიფონი არის ვიძემეს და ლატგალიის (აღმოსავლეთ ლატვია) სიმბოლო. ეს სიმბოლო შეიქმნა 1566 წელს, როდესაც აღმოსავლეთ ლატვია ლიტვის დაქვემდებარებაში შევიდა.

1940 წელს საბჭოთა კავშირის მიერ ლატვიის ოკუპაციის შემდეგ ეროვნული გერბის მაგივრად იქნა შემოღებული საბჭოური "გერბი". ლატვიის ეროვნული გერბი აღდგენილ იქნა 1990 წელს.

გერბის ავტორია რიჰარდს ზარინსი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება