ლას-მედულასი (ესპ. Las Médulas) — ისტორიული ადგილი ესპანეთის ლეონის პროვინციაში, ქალაქ პონფერადის მახლობლად, რომელიც ერთ დროს რომის იმპერიის მთავარ ოქროს მაღაროს წარმოადგენდა. ლას-მედულასის კულტურული ლანდშაფტი 1997 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

ლას-მედულასი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 42°27′32″ ჩ. გ. 6°45′36″ დ. გ. / 42.45889° ჩ. გ. 6.76000° დ. გ. / 42.45889; -6.76000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1997  (21-ე სესია)
ნომერი 803
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 803
ინგლ.რუს.ფრ.

ლას-მედულასის სანახაობრივი ლანდშაფტი და ოქროს მოპოვებითი ტექნოლოგია ახ.წ. 77 წელს აღწერილი აქვს პლინიუს უფროსს. ოქროს მოპოვებით სამუშაოებში გამოყენებული იყო ჰიდრავლიკური სისტემა, რომელიც წყლის დიდი რაოდენობის წყალობით მთის გამორეცხვას გულისხმობდა. წყალი შვიდი დიდი აკვედუკის საშუალებით მოემართებოდა ლა-კაბრერის რაიონიდან. იგივე აკვედუკები გამოიყენებოდა ოქროს შემცველი ქვიშრობების გასარეცხად.

ეს ტერიტორია ძვ. წ. 25 წელს რომის იმპერატორმა ოქტავიანე ავგუსტუსმა დაიპყრო. დაპყრობის მთავარ მიზანს დიდი რაოდენობით ოქროს შემცველი ალუვიური დეპოზიტები წარმოადგენდა, რომლისგანაც ადგილობრივები ოქროს მოიპოვებდნენ. ოქროს მასიური წარმოება აქ ახ. წ. I საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: