ლაპერუზის სრუტესრუტე კუნძულებს სახალინსა (რუსეთი) და ჰოკაიდოს (იაპონია) შორის. აკავშირებს იაპონიისა და ოხოტის ზღვებს. უმცირესი სიგანე 43 კილომეტრი, სიღრმე 51-118 მეტრი. ახასიათებს ძლიერი მიმოქცევითი დინება. ზამთრობით დაფარულია ყინულით. ვლადივოსტოკს აკავშირებს ოხოტის, ბერინგის ზღვებისა და წყნარი ოკეანის ნავსადგურებთან. სახელი ეწოდა ფრანგი ზღვაოსნის ჟან ფრანსუა ლაპერუზის პატივსაცემად.

ლაპერუზის სრუტე კუნძულ სახალინიდან

ლიტერატურა რედაქტირება