ლანქორი
ლანქორი, ჯვარი — უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს ლეჩხუმის ქედზე, მდინარეების ცხენისწყლისა და ლაჯანურას წყალგამყოფზე. სიმაღლე 2450 მ. აგებულია ქვედაიარული ფიქლებით. საცალფეხო გზით აკავშირებს ქვემო სვანეთს რაჭასთან. უღელტეხილთან არის ძველი ნასოფლარი და პატარა ტბები. ლანქორის მიდამო შემოსილია ალპური მდელოებით.
ლანქორი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ცაგერის მუნიციპალიტეტი ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2450 მ |
ქედი | ლეჩხუმის ქედი |
ლიტერატურა რედაქტირება
- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 122.