ლანინი — თოვლით დაფარული სტრატოვულკანი ანდებში, არგენტინა-ჩილეს საზღვარზე, ზღვის დონიდან 3,747 მეტრზე. მდებარეობს ლანინისა (არგენტინა) და ვილიარიკის (ჩილე) ეროვნულ პარკებს შორის. ლანინი არგენტინის ნეუკენის პროვინციის სიმბოლოს წარმოადგენს, გამოსახულია მის დროშაზე და მოხსენიებულია მის ჰიმნში. ვულკანის აქტიურობის შესახებ ცნობები არ არსებობს, მაგრამ სავარაოდოდ, ამოფრქვევას ადგილი ჰქონდაბოლო 10 000 წლის განმავლობაში. 1906 წლის ვალპარაისოს მიწისძვრისას, ადგილობრივი გაზეთი ლანინის ამოფრქვევის შესახებ იუწყებოდა, მაგრამ 1917 წელს, გერმანელმა მკვლევარმა კარლ საპერმა ეს ფაქტი ეჭვქვეშ დააყენა.[1]

ლანინი, 1997 წლის იანვარი

მთაზე ადამიანების ასვლას არგენტინის ეროვნული პარკებისა და ეროვნული ჟანდარმერიის მენეჯმენტი არეგულირებს. საქმე ისაა, რომ აქ აცოცება ტქენიკურად ძალიან მარტივია, მაგრამ შეიმჩნევა რადიაციის საკმაოდ მაღალი დონე. მწვერვალისკენ ორი საცხენოსნო ბილიკი მიემართება.

ლანინზე სახელმწიფო საზღვრის გატარების თაობაზე არგენტინამ და ჩილემ 1881 წელს დადეს ხელშეკრულება.

არგენტინის ნეუკენის პროვინციის გერბზე გამოსახული ლანინი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება