ლამბეოზავრები (ლათ. Lambeosaurinae), ცარცული პერიოდის დიდტანიანი (5 მ-მდე სიგრძის) დინოზავრების ქვეოჯახი. ლამბეოზავრების თავი მოკლე, მაგრამ მაღალი, ნაირგვარი ფორმის ქედით იყო აღჭურვილი. ყბის უკანა ნაწილზე მაღალი და ვიწრო კბილები ჰქონდათ, წინა ნაწილი კი მოკლე ნისკარტად იყო ქვეული. იკვებებოდნენ მცენარეებით. წინა კიდურები ჩვეულებრივ უკანა კიდურებზე მოკლე იყო, მაგრამ სხვა ორ ფეხზე მოსიარულ დინოზავრებთან შედარებით უკეთ განვითარებული. წინა კიდურების მტევნის კიდურა თითებს შორის კანის აპკი იყო გაჭიმული, უკანა კიდურებზე კი ჩლიქები ჰქონდათ განვითარებული. ცხოვრობდნენ წყალში. ცურავდბებ ძირითადად გრძელი და ღონიერი კუდის მეშვეობით. ლამბეოზავრების ნაშთები აღმოჩენილია სამხრეთ ყაზახეთში, კანადაში, სახალინზე, ჩინეთში და სხვაგან.

ლამბეოზავრები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  Sauropsida
ზერიგი: დინოზავრები
ქვეოჯახი:  ლამბეოზავრები
ლათინური სახელი
Lambeosaurinae

ლიტერატურა რედაქტირება