სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაგუა.

ვლადიმერ (ლადო) იესეს ძე გაგუა (დ. 2 მაისი, 1860, სენაკის რაიონი, სოფელი კოტიანეთი — გ. 25 ივლისი, 1944) — ქართველი პედაგოგი, პუბლიცისტი.

ბიოგრაფია რედაქტირება

დაამთავრა ქუთაისის საოსტატო სემინარია 1884 წელს. მუშაობდა საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში (ნოსირი, წალენჯიხა, ხობი, ყულევი, ფოთი, სენაკი) მასწავლებლად; 1916 წელს იყო სენაკის მაზრის სახალხო განათლების მთავარი ინსპექტორი და ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორი; 1918–1929 წლებში სენაკის სამაზრო განათლების განყოფილების გამგე. 1901 წელს მისი მეურვეობით და ხარჯით სოფელ კოტიანეთში აშენდა სასკოლო შენობა და გაიხსნა სახალხო სკოლა, რომელიც ახლა მისი სახელობისაა.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება