ლაგოდეხის თამბაქოს საცდელი სადგური

ლაგოდეხის თამბაქოს საცდელი სადგურია. მიქოიანის სახელობის თამბაქოსა და წეკოს საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სადგური საქართველოს სსრ-ში, დაარსდა 1928 წელს. ინსტიტუტში იკვლევდნენ ამიერკავკასიაში თამბაქოს აგროტექნიკურ საკითხებს. 1936 წლიდან ეწოდა ლაგოდეხის თამბაქოს საცდელი სადგური და მისი მუშაობა საქართველოს ტერიტორიით შემოიფარგლა. სადგურში იკვლევდნენ თამბაქოს აგროტექნიკის, დაავადებებთან, მავნებლებსა და სარეველებთან ბრძოლის საკითხებს, მიმდინარეობდა სელექციური მუშაობა ახალი ჯიშების გამოსაყვანად. ლაგოდეხის თამბაქოს საცდელი სადგურს ჰქონდა 2 ლაბორატორია: აგროტექნიკის და ქიმიზაციის, სელექცია-მეთესლეობის; მუშაობდა 2 ჯგუფი: მექანიზაციისა და მცენარეთა დაცვის. სადგურს ეკავა 204 ჰა.

ამჟამად არ ფუნქციონირებს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება