ლაბა (რუს. Лаба) — მდინარე რუსეთში კრასნოდარის მხარეში, მდინარე ყუბანის მარცხენა შენაკადი. წარმოიქმნება დიდი ლაბისა და პატარა ლაბის შეერთებით, რომელთაც სათავე აქვთ კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. სიგრძე დიდი ლაბასთან ერთად 347 კმ, საკუთრივ ლაბისა 214 კმ. აუზის ფართობი 12,5 ათასი კმ2. ზემოთ მთის მდინარეა. საზრდოობა შერეული აქვს. წყლის საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან ახლოს 95,7 მ3/წმ. იყინება (არა ყოველ წელს) დეკემბრის ბოლოს, ყინულძვრაა თებერვლის ბოლოს. იყენებენ სარწყავად, ხე-ტყის დასაცურებლად. ლაბის ნაპირზეა ქ. ლაბინსკი. შესართავის მახლობლად, მდინარე ყუბანის მარჯვენა ნაპირზე — ქ. უსტ-ლაბინსკი.

ლაბა
სიგრძე 214 კმ
აუზის ფართობი 12,5 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ლაბა ვიკისაწყობში

ლიტერატურა რედაქტირება