კურუსუს ბრძოლა
პარაგვაული ომების ნაწილი ნაწილი
თარიღი 1866 წლის 3 სექტემბერი
მდებარეობა კურუსუ, პარაგვაი
შედეგი ბრაზილიის გამარჯვება
მხარეები
პარაგვაის დროშა პარაგვაი ბრაზილიის დროშა ბრაზილია
ძალები
2 500 ჯარისკაცი
13 ზარბაზანი
8 000 ჯარისკაცი
6 საბრძოლო გემი
7 ქვემეხიანი ნავი
დანაკარგები
700 გარდაცვლილი,
1 500 დაჭრილი
900 გარდაცვლილი
1 ჩაძირული საბრძოლო გემი
კურუსუს ბრძოლა ვიკისაწყობში
ხედი კურუსუს ციხესიმაგრიდან. კანდიდო ლოპესი, ბუენოს-აირესის ხელოვნების მუზეუმი

კურუსუს ბრძოლა გაიმართა 1866 წლის 1 და 3 სექტემბერს, პარაგვაული ომების ფარგლებში.

1866 წლის 24 მაისს მოკავშირეთა მიერ მოგებული ტუიუტის ბრძოლის შემდეგ, რეზერვის მეთაურმა მიტრემ პორტუ-ალეგრეს ბარონის მიერ გამოგზავნილი ათი ათასი კაცი კურუსუსა და კურუპაიტის ციხესიმაგრეებზე შეტევისკენ მიმართა, რომლებიც უმაიტის სამხრეთით, მდინარე პარაგვაის ორივე მხარეს მდებარეობდა.

1 სექტემბრის დილის 7:30-ზე, ბრაზილიური ძალები კურუსუს ფორტს მიადგნენ, ამას ემატებოდა ხის გემები კუნძულ პალმარის მიმართულებიდან. სროლამ ციხიდან და ნავებიდან ერთმანეთის მიმართულებით, 4 საათს გასტანა. ამასობაში, ხის ნავებიდან ჩაკოში 800 ჯარისკაცი გადავიდა, რათა ის ცეცხლსასროლი დანადგარები და არტილერია გაენადგურებინათ, საიდანაც პარაგვაელები ბრაზილიელთა საბრძოლო ხომალდებს ესროდნენ. მწუხრისას, ცეცხლი შეწყდა.

მეორე დღის 14:00 საათზე, საბრძოლო გემმა რიო-დე-ჟანეირომ ორ მაღაროს დაარტყა და უმალ ჩაიძირა მეთაურ ამერიკო ბრაზილიო სილვადოსტან და 50-ზე მეტ ჯარისკაცთან ერთად. ერთი საათის შემდეგ, პორტუ-ალეგრის ბარონს მიწაზე უკვე გადასხმული ჰყავდა 8 000 კაცი, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნები, კავალერია, არტილერია და განმაღმველები. მიუხედავად წინააღმდეგობისა, მათ პარაგვაელები მაინც დაამარცხეს და მეორე დღეს სახმელეთო შეტევისთვის მოემზადნენ.

3 სექტემბერს, იერიში მიიტანეს ციხესიმაგრეზე, რომელსაც გენერალი ხიმენესი მეთაურობდა. ციხის გარშემო არსებული ჭაობებისა და ბუჩქების წყალობით, მისი დამცველები უპირატესობას ფლობდნენ. მძიმე დაბომბვების შემდეგ, ციხესიმაგრე მოკავშირეებმა აიღეს, პარაგვაის არმია კი განდევნილ იქნა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • DONATO, Hernâni. Dicionário das batalhas brasileiras. 2a ed, IBRASA, 1996, ISBN 978-85-348-0034-1, 593 pp.
  • César Cristaldo Dominguez. La Campaña de Humaitá. Ed. El lector, Asunción, 2010.