კურუპაიტის ბრძოლა

კურუპაიტის ბრძოლა
პარაგვაული ომის ნაწილი ნაწილი
თარიღი 1866 წლის 22 სექტემბერი
მდებარეობა კურუპაიტი, პარაგვაი
შედეგი პარაგვაის გამარჯვება
მხარეები
პარაგვაის დროშა პარაგვაი არგენტინის დროშა არგენტინა
ბრაზილიის იმპერია
ურუგვაის დროშა ურუგვაი
მეთაურები
ხოსე დიასი ბარტოლომე მიტრე;
ტამანდარეს მარკიზი
ძალები
5 000
49 ზარბაზანი
10 000 არგენტინელი
10 000 ბრაზილიელი
იმპერიული ფლოტის 18 საბრძოლო გემი
დანაკარგები
92 გარდაცვლილი 6 000 გარდაცვლილი
კურუპაიტის ბრძოლა ვიკისაწყობში

კურუპაიტის ბრძოლაპარაგვაული ომის გადამწყვეტი ბრძოლა.

1866 წლის 22 სექტემბრის დილას, ბრაზილიის იმპერიის, არგენტინისა და ურუგვაის გაერთიანებულმა ძალებმა კურუპაიტის სანგრებში გამაგრებულ პარაგვაელებს შეუტიეს. ამ უკანასკნელთ გენერალი ხოსე დიასი ხელმძღვანელობდა. პოზიცია ეჭირა 5 000 კაცსა და 49 ზარბაზანს, რომელთაგან ზოგიერთი თავდამსხმელთა თვალისთვის მოფარებულ ადგილას იყო განლაგებული. ბრაზილიის ფლოტმა მხარდასაჭერად 20 000 მებრძოლი გამოგზავნა, მაგრამ გემებმა უმაიტის ციხესიმაგრისგან გარკვეული დისტანცია დაიკავეს, საიდანაც მათ ცეცხლს უხსნიდნენ. ბრაზილიის ფლოტის მარცხი გადამწყვეტი აღმოჩნდა, რაც შემდეგ შედეგზეც აისახა.

პარაგვაელებმა ასევე წარმატებით განახორხიელეს მათი ძალების დამაბნეველი მანევრები: სანგრები ბრაზილიელთა ცეცხლმა გაანადგურა, მაგრამ პარაგვაელები სხვაგან იყვნენ განლაგებულნი. მოკავშირეთა ძალების (ბრაზილიელები და არგენტინელები) დანაკლისი შეტაკებაში თითქმის 20% იყო, სულ 20 000 კაციდან. პარაგვაიმ კი ასზე ნაკლები კაცი დაკარგა. მარცხმა მოკავშირეთა სარდლობაში ცვლილებები გამოიწვია. პარაგვაის ეს უდიდესი წარმატება საბოლოო ჯამში გამანადგურებელ პარაგვაულ ომში ამით შემოიფარგლა, რადგან სამხედრო ლიდერმა ფრანსისკო სოლანო ლოპესმა დამარცხებულ მოკავშირეებზე კონტრშეტევა არ განახორციელა. საბოლოო ჯამში, კურუპაიტის ბრძოლა მხოლოდ დროებითი წარმატება იყო იმ ომში, რომელშიც პარაგვაის მოსახლეობა თითქმის მთლიანად ამოსწყდა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Robert L, Robert L. (2003). Latin America's Wars: The Age of the Caudillo, 1791–1899. Dulles, Virginia: Brassey's. ISBN 978-1-57488-451-7. 

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება