კურტ მაქს ფრანც დალიუგე (გერმ. Kurt Max Franz Daluege) (დ. 15 სექტემბერი 1897, კროიცბერგი (დღ. კლუჟბორკი), პოლონეთი — გ. 23 ოქტომბერი 1946, პრაღა, ჩეხეთი) — გერმანელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, "სს"-ის ობერსტგრუპენფიურერი და მესამე რაიხის "წესრიგის პოლიციის" (გერმ. Ordnungspolizei) შეფი.

კურტ დალიუგე

ბიოგრაფია რედაქტირება

დალიუგე ზემო სილეზიელი ჩინოვნიკის ოჯახში დაიბადა. იგი ახალგაზრდული მოძრაობა "ვანდერფოგელის" წევრი იყო და 1916 წელს მას შემდეგ რაც სკოლა დაამთავრა მოხალისედ ჩაეწერა არმიაში. პირველ მსოფლიო ომში იგი დასავლეთის ფრონტზე იბრძოდა, რამდენიმეჯერ დაიჭრა და 1918 წელს არმიიდან დაითხოვეს ვიცე-ფელდფებელის ჩინით. 1918-1921 წლებში იგი მეთაურობდა „ზემო სილეზიის თვითდაცვის“ („Selbstschutz Oberschlesien“) რაზმს და იბრძოდა პოლონელების წინააღმდეგ. ამავდროულად იგი მოკლევადიან სამუშაოებზე მუშაობდა ბერლინის ერთ-ერთ ფაბრიკაში. 1921-1924 წლებში დალიუგე სწავლობდა ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-სამშენებლო ფაკულტეტზე. ამ წლებში იგი მრავალი ნაცისტური, მემარჯვენე-რადიკალური და ანტისემიტური ორგანიზაციის წევრი იყო. 1922 წელს დალიუგე „როსბახის“ ფრაიკორპსის ქვედანაყოფის მეთაური იყო. 1924 წელს მან უნივერსიტეტი დაამთავრა და ინჟინრის დიპლომი აიღო.

ლიტერატურა რედაქტირება

  • SS-Obergruppenführer und General der Polizei Kurt Daluege: der Chef der Ordnungspolizei. Dokumentensammlung des Institute of Documentation in Israel for the Investigation of Nazi War Crimes, zsgest. von T. Friedman, Haifa 1997. (გერმ.)
  • Richard Breitman: Staatsgeheimnisse. Die Verbrechen der Nazis - von den Alliierten toleriert. München, Blessing, 1999.
  • Caron Cadle: Kurt Daluege. Der Prototyp des loyalen Nationalsozialisten, in: Ronald Smelser u.a. (Hg.): Die braune Elite II. Darmstadt 1993, S.66-79. (გერმ.)
  • Michael Wildt: Generation des Unbedingten. Das Führungskorps des Reichssicherheitshauptamtes. Hamburg, Hamburger Ed., 2002. (გერმ.)