კურმაიორი (ფრანგ. Courmayeur, არპიტან. Croméyeui) — კომუნა და ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, ვალე-დ-აოსტას ავტონომიურ რეგიონში. მდებარეობს ზღვის დონიდან 1224 მ სიმაღლეზე, ალპების უმაღლესი მწვერვალის — მონბლანის ძირში. კურმაიორი მონბლანს ყოფს მეზობლად (საფრანგეთში) მდებარე შამონის კომუნისაგან. იტალიის დედაქალაქ რომიდან დაშორებულია 620 კილომეტრით, ხოლო ადმინისტრაციული ცენტრიდან აოსტიდან — 28 კილომეტრით.

ქალაქი
კურმაიორი
Courmayeur

ქალაქის ხედი
გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
რეგიონი ვალე-დ-აოსტა
კოორდინატები 45°47′00″ ჩ. გ. 06°58′00″ ა. გ. / 45.78333° ჩ. გ. 6.96667° ა. გ. / 45.78333; 6.96667
ფართობი 210 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1224
მოსახლეობა 2,870 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 14 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 0165
საფოსტო ინდექსი 11013
საავტომობილო კოდი AO
ოფიციალური საიტი https://www.comune.courmayeur.ao.it
კურმაიორი — იტალია
კურმაიორი

კურმაიორი ცნობილია XVIII საუკუნიდან. სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან აქ ჩამოდიოდნენ არისტოკრატები რათა ემკურნალად თერმული წყლებით. თვალწარმტაცი ლანდშაფტები და სასარგებლო მთის ჰაერი ქალაქს მიმზიდველს ხდის მთელი წლის განმავლობაში. ქალაქის ტერიტორიაზეა ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე ბოტანიკური ბაღი (მდებარეობს ზღვის დონიდან 2173 მ სიმაღლეზე). ზაფხულის თვეებში ქალაქი ტურისტების პოპულარული ადგილია. ტურიზმი. განვითარებულია ალპინიზმი, სამთო სათხილამურო სპორტი.

ავტოსტრადით დაკავშირებულია ტურინთან და მილანთან.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება