კუკური ჩაფიჩაძე (დ. 10 აპრილი, 1948) — ქართველი პოლიტიკოსი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

კუკური ჩაფიჩაძე
დაბადების თარიღი 10 აპრილი, 1948 (1948-04-10) (76 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 1971 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება