კუბური სენდვიჩი (კუბანო) — ლორის და ყველის სემდვიჩის სახეობა, რომელიც სავარაუდოდ ჩამოყალიბდა აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ტამპას ან ქი უესტის კაფეებში, სადაც კუბელი იმიგრანტები მუშაობდნენ. შემდეგ კუბელმა დევნილებმა სენდვიჩი ქალაქ მაიამიში გაავრცელეს, სადაც ის ახლა დიდი პოპულარობით სარგებლობს. შეიცავს შემწვარ ლორს, შვეიცარიულ ყველს, პიკულებს, მდოგვს და ხანდახან სალამის კუბურ პურში [1]. სალამის უმატებენ ტამპაში, სადაც ბევრი იტალიელი იმიგრანტი ცხოვრობს [2], სამხრეთ ფლორიდაში ჩვეულებრივად არ იხმარება. კუბური სენდვიჩი წლების განმავლობაში მეგობრული დავის საფუძველია ტამპის და მაიამის შორის [3], რომელსაც ეხმაურებიან ადგილობრივი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები. 2012 წელს ტამპის მერიამ „ისტორიული ტამპის კუბური სენდვიჩი“ „ქალაქ ტამპის ტრადიციულ კერძადაც“ გამოაცხადა [4]. ტამპაში ყოველწლიურად ტარდება კუბური სენდვიჩის ფესტივალი და, მის ფარგლებში, საუკეთესო კუბური სენდვიჩის კომკურსი, რომელშიც მონაწილეობენ მზარეულები ფლორიდიდან და სხვა შტატებიდან და ქვეყნებიდან.

ისტორია რედაქტირება

კუბური სენდვიჩის, ასევე როგორც კუბური პურის, წარმოშობის ზუსტი ისტორია უცნობია. XIX საუკუნეში კუბიდან ფლორიდაში მოხვედრა საკმაოდ ადვილი იყო, განსაკუთრებით ტამპაში და ქი უესტში, და კუბელები ხშირად გადმოდიოდნენ სახღვარს სამუშაოდ, ოჯახის სანახავად ან უბრალოდ სიამოვნებისთვის. ეს მოგზაურობები არ იყო საფუძვლიანად დოკუმენტირებული და მათ შედეგად კულტურების შერწყმის ზუსტი მასშტაბი უცნობია. ზოგი თვლის, რომ სენდვიჩი კუბაში წარმოიშვა და გავრცელებული ლანჩი იყო კუბის დიდი ქალაქების და შემდეგ ქი უესტის სიგარების ქარხნებში. როდესაც სიგარების წარმოების ცენტრი ტამბა გახდა ქალაქში სამუშაოდ კუბელი, ესპანელი და იტალიელი იმიგრანტების დიდი ნაკადი წამოვიდა, რამაც განაპირობა ქალაქის გაზრდა და განვითარება. კუბური სენდვიჩის პირველი შემორჩენილი ხსენება და აღწერა ნაპოვნია ტამპის მუშების კაფეებში, რის გამოც ისტორიკოსების უმეტესობას მისი წარმოშობის ადგილად ტამპის კაფეები მიაჩნია [5]. ტამპას სენდვიჩს ზოგი ისტორიკოსი „შტატში ყველაზე გამოკვეთილ კუბურ სენდვიჩად“ უწოდებენ.

1960-იან წლებში კუბაში კომუნისტული რევოლუციის შემდეგ კუბელი იმიგრანტების და დევნილების ნაკადი მაიამიში დასახლდა, სადაც მათი კულტურა და სამზარეულო გავრცელდა. დღეს კუბული სენდვიჩი პოპულარულია ამერიკის სხვადასხვა ქალაქში დიდი კუბელი მოსახლეობით.

ინგრედიენტები რედაქტირება

კუბური სენდვიჩის ძირითად ინგრედიენტებში დიდი ვარიაცია არ არის, თუმცა გარკვეული დებატები იმაზე, თუ როგორია „ნამდვილი“ კუბიმური სენდვიჩი მაინც არსებობს. ძირითადი ინგრედიენტებია შუაზე გაჭრილი კუბური პური ცოტაოდენი კარაქით ან ზეთით და მდოგვით, პიკულები, შემწვარი ლორი და შვეიცარიული ყველი. უთანხმოების საფუძველი სალამის დამატებაა, რომელიც სავარაუდოდ იტალიელი იმიგრანტების გავლენის შედეგია. შესაძლებელია მაოონეზის, პამიდვრის და სალათის ფურცლის დამატება, მაგრამ ტრადიციების მომხრეები ასეთ ცვლილებებს არ აღიარებენ. ხანდახან მზა სენდვიჩს მსუბუქად წვავენ ხრაშუნა პურის და მდნარი ყველის მისაღებად.

მსგავსი კერხები რედაქტირება

მსგავსი სენდვიჩია მედანოჩე („შუაღამე“), რომელიც სავარაუდოდ ჰავანას ღამის კლუბებში გაჩნდა, როგორც გვიან ღამე წასახემსებელი. ის უფრო პატარაა და უფრო რბილი, მოტკბო პურით მზადდება.

წყაროები რედაქტირება