კრწანისის განძისპილენძის ქართული მონეტების განძი, რომელიც შემთხვევით იპოვეს 1935 წელს კრწანისში. შეიცავს 1319 ერთეულს (1312 ც. მეფე რუსუდანს განეკუთვნება, რამდენიმე ბიზანტიური და ილდეღიზიდურია). რუსუდანის მონეტის შუბლზე ორნამენტირებულ ჩარჩოში მთავრული ასოებით დაქარაგმებულია მისი სახელი ႰႱႬ (რუსუდან). ჩარჩოს გარე ბუდეებში მოთავსებულია თარიღი ქორონიკონით 447 (1227). მონეტა ზურგზე ოთხსტრიქონიანი არაბული ზედწერილია: „დედოფალი მეფეთა და დედოფალთა, დიდება ქვეყნისა, სამეფოსა და სარწმუნოებისა, რუსუდანი, ასული თამარისა, მესიის თაყვანისმცემელი, განადიდებს ღმერთი გამარჯვებებს მისას“. განძი დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Пахомов Е. А., Монетные клады Азербайджана и других республик, краев и областей Кавказа, в. 3, Баку, 1940;