კროკერი (ინგლ. Croker Island) — კუნძული არაფურის ზღვაში ჩრდილოეთ ტერიტორიის სანაპიროსთან, ავსტრალიაში. მოსახლეობა 271 კაცია (2006 წელი).

კროკერი
მშობ. სახელი: ინგლ. Croker Island

კუნძული კროკერი
გეოგრაფია
11°08′ ს. გ. 132°33′ ა. გ. / 11.133° ს. გ. 132.550° ა. გ. / -11.133; 132.550 (Croker Island)
მდებარეობა არაფურის ზღვა
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
კუნძულთა რაოდენობა 1
ფართობი 331,5 კმ²
სიგრძე 43 კმ
სიგანე 15 კმ
სანაპიროს სიგრძე 127,4 კმ
უმაღლესი წერტილი 15 მ
ჩრდილოეთი ტერიტორია
დემოგრაფია
მოსახლეობა 271 (2006)
სიმჭიდროვე 0,817 ად. /კმ²

გეოგრაფია რედაქტირება

კროკერის წარმოადგენს პატარა კუნძულს, რომელიც მდებარეობს ნახევარკუნძულ კობერგთან ახლოს. მისგან აღმოსავლეთით იმყოფება უპირატესად მარჯნული და ქვიშოვანი წარმოშობის პატარა კუნძულთა ჯგუფი (კუნძულ გრანტის ჩათვლით), სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით — მაუნტნორისის ყურე, ჩრდილოეთიდან, და აღმოსავლეთიდან ეკვრის არაფურის ზღვის წყლები. მანძილი ავსტრალიის კონტინენტურ ნაწილამდე შეადგენს სულ 3 კმ-ს, ჩრდილოეთი ტერიტორიის დედაქალაქ დარვინამდე — დაახლოებით 200 კმ. კუნძულის ფართობია — 331,5 კმ². უმაღლესი წერტილია ზღვის დონიდან 15 მეტრზე. სანაპირო ზოლის სიგრძე — 127,4 კმ[1]. კუნძულის სიგრძეა დაახლოებით 43 კმ, სიგანე — 15 კმ[2].

კუნძული უპირატესად დაფარულია ევკალიპტის ტყეებით, თუმცა ასევე გვხვდება სანაპირო დიუნები, სანაპირო დაბლობები. კუნძულზე ბუდობენ დიდი რაოდენობით ზღვის ჩიტები[3].

ზაფხულში კუნძულზე დაფიქსირებულია მაღალი ტემპერატურა — დაახლოებით 32 °C. ზამთარში ტემპერატურა მერყეობს 20-დან 30 °C-მდე[4].

ისტორია რედაქტირება

კუნძულმა თანამედროვე დასახელება მიიღო 1818 წელს და მას ეს სახელი დაარქვა ბრიტანელმა კაპიტანმა ფილიპ პარკერ კინგმა ჯონ უილსონ კროკერის (1780—1857) პატივსაცემად, რომელიც იყო ბრიტანეთის ადმირალიტეტის მთავარი მდივანი 1810-დან 1830 წლებში[5].

მოსახლეობა რედაქტირება

კუნძულის ერთადერთი მსხვილი დასახლებაა — პატარა დასახლება მინჯილანგი, რომელიც მდებარეობს კროკერის აღმოსავლეთ სანაპიროზე. 2006 წელს იქ ცხოვრობდა 271 ადამიანი (ძირითადად ავსტრალიელი აბორიგენები იარმირის ტომიდან). მათ შორის დიდი უმრავლესობა (245 ადამიანი) იყვნენ ავსტრალიის მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენლები. ძირითადი სასაუბრო ენაა — ივაიდია (მოსახლეობის 32,8 % საუბრობდა ამ ენაზე). სახლში ინგლისურ ენაზე საუბრობს კუნძულელთა მხოლოდ 12,9 %[6]. ძირითადი რელიგიაა — ქრისტიანობა. ამას გარდა, არსებობს კიდევ ცხრა პატარა დასახლება. კუნძულზე მოქმედებს აეროდრომი.

სქოლიო რედაქტირება

  1. Islands of Australia. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
  2. Croker Island. Encyclopædia Britannica Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
  3. Croker Island group. Department of Natural Resources, Environment, The Arts and Sport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-20. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
  4. Croker Island. Australian Explorer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
  5. Adrian Room., Dictionary of World Place Names Derived from British Names, Taylor & Francis, 1989, ISBN 0415028116.
  6. 2006 Census QuickStats : Minjilang (L) (Urban Centre/Locality). Australian Bureau of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.