კრინდაჩის სახლი (რუს. Особняк Криндача) — ერთსართულიანი აგურის სახლი ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. შეტანილია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეესტრში. სახლი აგებულია XX საკუნის დასაწყისში.

კრინდაჩის სახლი
რუს. Особняк Криндача
კოორდინატები 47°24′53″N 40°06′09″E / 47.4147° ჩ. გ. 40.1024° ა. გ. / 47.4147; 40.1024
მდებარეობა ნოვოჩერკასკი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი XX საკუნის დასაწყისი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101090000

მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, ნოვოჩერკასკი, ატამანის ქუჩა № 46[1].

ისტორია რედაქტირება

კრინდაჩის სახლი ააშენეს XX საუკუნის დასაწყისში. მისი მფლობელი იყო ეგორ ივანეს ძე კრინდაჩი, რომელისაც ეკავა სამოქალაქო საქმეთა ადვოკატის თანამდებობა, ასევე დაკავებული იყო საზოგადოებრივი საქმიანობით სახალხო განათლების საქმეში. ისტორიაში შემონახულია ცნობა იმის შესახებ, რომ ეგორ კრინდაჩი იყო წიგნების გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. საზოგადოებამ მუშაობა დაიწყო 1876 წელს, ხოლო ორი წლის შემდეგ ეწოდა დონელი კაზაკების სახალხო განათლების ხელშემწყობი საზოგადოება. ეგორ კრინდაჩი 1902 წელს გახდა ამ საზოგადოების თავმჯდომარე, ხოლო მანამდე ეკავა თავჯდომარის მოადგილის თანამდებობა. ორგანიზაცია დაარსების დასაწყისში დაკავებული იყო წიგნის მაღაზიების გახსნით.

1923 წლიდან კრინდაჩის სახლში განთავსებული იყო ტუბერკულოზის საწინააღმდეგო დისპანსერი.

1992 წელს შენობა აღიარეს რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად.

XXI საუკუნის დასაწყისში კრინდაჩის სახლი ნელ-ნელა ინგრეოდა. 2015 წელს დაიწყო მისი რეკონსტრუქცია, მის ადგილზე ორსათულიანი შენობის განთავსების მიზნით, რომელშიც უნდა განტავსებულიყო სასტუმრო 30 კაცზე[1]. ახალმა ოტელმა მიიღო სახელწოდება „პლატოვი“. ოფიციალურ გახსნამდე ცოტა ხნით ადრე შენობაში გაჩნდა ხანძარი, რომლის ლიკვიდაციაც მოახდინეს[2].

აღწერა რედაქტირება

კრინდაჩის სახლი აგებულია მოდენის სტილში. ახლი ერთსართულიანია, სიმეტრიული ფასადით, რომლის ცენტრშიც მდებარეობს შესასვლელი. კარნიზების თავზე გვხვდება ატიკები და პარაპეტი[1].

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Особняк на Атаманской//Новочеркасская Централизованная библиотечная система. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-13. ციტირების თარიღი: 2017-04-21.
  2. Новый отель «Платов» в Новочеркасске подожгли неизвестные. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-23. ციტირების თარიღი: 2017-04-21.