კრე-დიუ-ვანი (ფრანგ. Creux-du-Van) — ბუნებრივი წარმოშობის კლდოვანი ცირკი იურის მთებში. სიგანე 1400 მ, სიღრმე 150 მ. მდებარეობს შვეიცარიის ნევშატელის კანტონის ტერიტორიაზე. გამომუშავებულია ეროზიისა და მყინვარის მოქმედების ხარჯზე. ეს უკანასკნელი დაკავშირებული იყო რონის მყინვართან. ამფითეატრისებრი ფორმისაა.

კრე-დიუ-ვანი

1965 წელს ამ ტერიტორიაზე შეიყვანეს ჯიხვი. 2009 წლის მდგომარეობით კრე-დიუ-ვანის ფარგლებში ბინადრობს სულ 17 ჯიხვი, რომელთა ხილვა ადვილადაა შესაძლებელი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება