კრაქსისებრნი, გოკო (ლათ. Cracidae) — ფრინველების ოჯახი ქათმისნაირთა რიგისა. ტანად დიდი და საშუალო ფრინველებია, სხეულის სიგრძეა 20-40 სმ. ოჯახში 44 სახეობაა. გავრცელებულია ამერიკის ტროპიკულ და სუბტროპიკულ ტყეებში, მექსიკიდან ჩრდილოეთ არგენტინამდე. დებენ 2-3 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 22-29 დღემდე. კრაქსისებრნი იკვებებიან მწერებით და მცენარეთა ნაყოფით. აღსანიშნავია დიდი კრაქსი (Crax rubra), ქოჩორა კრაქსი (Crax alector) და პენელოპე (Penelope purpurascens). სანადირო ობიექტია.

კრაქსისებრნი

თეთრშუბლა პენელოპე (Penelope jacquacu)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cracidae (Vigors, 1825)

გვარები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება