კოსმოსური გეოდეზია

კოსმოსური გეოდეზიაკოსმოსის ეპოქაში ჩამოყალიბები სამეცნიერო დარგი, რომელსაც დასაბამი მიეცა სსრკ-ის მიერ მსოფლიოში პირველი დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის გაშვების დღიდან (1957 წლის 4 ოქტომბერი).

ლაზერული ლოკაციის თანამგზავრი. სადგური

კოსმოსური გეოდეზია საკუთარი პროგრამის შესაბამისად დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრთა საშუალებით მოპოვებული მასალების გეოდეზიური თვალსახედვით დამუშავების საფუძველზე იკვლევს ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა: დაკვირვების ადგილების გეოცენტრული კოორდინატების განსაზღვრის საფუძვლეზე დედამიწის ფორმისა და ზომის დადგენა; კონტინენტების გეოდეზიური ურთიერთდაკავშირება; მზის დაბნელებისა და მთვარის მიერ ვარსკვლავების დაფარვის მასალების გეოდეზიური თვალთახედვით დამუშავება და სხვა.

ლიტერატურა რედაქტირება