კორტოხის უღელტეხილი

უღელტეხილი საქართველოში, შიდა ქართლის მხარისა და იმერეთის მხარეებში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კორტოხი (მრავალმნიშვნელოვანი).

კორტოხის უღელტეხილიუღელტეხილი საქართველოში, იმერეთისა და შიდა ქართლის მხარეებში, საჩხერისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს ლიხის ქედზე, მდინარე სურამულის მარცხენა შენაკადის — ჭერათხევის ზემო დინებისა და ყვირილის მარცხენა შენაკადის — ძირულის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1130 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. კორტოხის მიდამოები შემოსილია მუხნარ-რცხილნარ-წიფლნარით. კორტოხზე გადადის საცალფეხო გზა ხაშურის მუნიციპალიტეტიდან საჩხერის მუნიციპალიტეტში.

კორტოხის უღელტეხილი
კოორდინატები: 42°10′18″ ჩ. გ. 43°35′10″ ა. გ. / 42.1718833° ჩ. გ. 43.5861222° ა. გ. / 42.1718833; 43.5861222
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტი
ხაშურის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 1130 
ქედი ლიხის ქედი
აკავშირებს ხაშურის მუნიციპალიტეტს საჩხერის მუნიციპალიტეტთან
ამგებელი ქანები გრანიტოიდი
ფლორა მუხნარ-რცხილნარ-წიფლნარი
კორტოხის უღელტეხილი — საქართველო
კორტოხის უღელტეხილი
კორტოხის უღელტეხილი — იმერეთის მხარე
კორტოხის უღელტეხილი

ლიტერატურა რედაქტირება