კორდოვის სახალიფო

კორდოვის სახალიფო — ფეოდალური სახელმწიფო პირენეის ნახევარკუნძულზე, დედაქალაქი კორდოვა. 756 წელს ომაიანმა აბდ ალ-რაჰმან I–მა აქ შექმნა კორდოვის საამირო, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა აბასიანთა სახალიფოსგან. IX საუკუნის მიწურულში კორდოვის საამირო დაიშალა ცალკეულ ფეოდალურ სამფლობელოებად. აბდ ალ-რაჰმან III–მ (912–961 წწ.) გააერთიანა ეს სამთავროები და 929 წელს თავი ხალიფად გამოაცხადა. კორდოვის სახალიფო ცენტრალიზებული დესპოტია იყო, სადაც მთელი ძალაუფლება ხალიფას ეკუთვნოდა. მეორე ფიგურა იყო მთავარი მინისტრი — ჰაჯიბი. ხალიფა ალ-ჰაქამ II–ის (961–975 წწ.) სიკვდილის შემდეგ კორდოვის სახალიფოს ფაქტობრივად განაგებდა ჰაჯიბი მუჰამად იბნ ამირ ალ-მანსური (976–1002 წწ.); მერე კი მისი ძე აბდ ალ-მალიქი (1002–1008 წწ.). კორდოვის სახალიფო წარმოადგენდა არაბული კულტურისა და მეცნიერების უმნიშვნელოვანეს ცენტრს. აქაურმა მეცნიერებმა დიდი როლი ითამაშეს ევროპაში ანტიკური მეცნიერების ტრადიციების შენარჩუნებაში. XI საუკუნის I მესამედი აღინიშნა ფეოდალური შინაომებით. 1031 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს და კორდოვიდან განდევნეს უკანასკნელი ხალიფა ჰიშამ III. კორდოვის სახალიფო მრავალ წვრილ საამიროდ დაიშალა.

კორდოვის სახალიფო
არაბ. خلافة قرطبة

 

9291031

კორდოვის სახალიფო 1000 წელს (აღნიშნულია მწვანე ფერით)
დედაქალაქი კორდობა
ენა კლასიკური არაბული, ბერბერული,
რელიგია სუნიტური ისლამი
ფართობი 600 000 კმ2
მმართველობის ფორმა მონარქია
 - 929-961 აბდ ალ-რაჰმან III
დღეს მისი ტერიტორიაზე მდებარეობს (მთლიანად ან ნაწილობრივ) ესპანეთის დროშა ესპანეთი,
პორტუგალიის დროშა პორტუგალია,
მაროკოს დროშა მაროკო,
გიბრალტარის დროშა გიბრალტარი

მმართველთა სია რედაქტირება

ომაიანი ამირები რედაქტირება

ომაიანი ხალიფები რედაქტირება

ჰამუდიდების ხალიფები რედაქტირება

ომაიანების ხალიფები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Simon Barton, A History of Spain (New York: Palgrave MacMillan, 2004).
  • Anwar G. Chejne, Muslim Spain: Its History and Culture (Minneapolis: The University of Minnesota Press, 1974)