კოპენჰაგენის ოპერა

კოპენჰაგენის ოპერა გაიხსნა 2005 წლის 15 იანვარს. დანიელი არქიტექტორის, ჰენინგ ლარსენის ნამუშევარი ეძღვნება დანიის დედოფალს, მარგერიტ II-ს.

უკანა ხედი
ინტერიორი

მდებარეობა რედაქტირება

ოპერა აგებულ იქნა დედოფლის სასახლის პირდაპირ, კოპენჰაგენის ძველ დოკებზე 2001 - 2005 წლებში, ჰოლმენში. ახალი დარბაზი დააფინანსა დანიელმა მეწარმემ მერსკ მაკკინი მიულერმა, რომელიც არის საზღვაო სასნავთობო ჯგუფის, A.P. Møller-Mærsk-ის მფლობელი. შენობა გარშემორტყმულია წითელი აგურის შენობებით, რომლებიც მიეკუთვნება XVII საუკუნეს. სექტორი უკავია უამრავ რესტორანს, გალერეას, ხელოვნების აკადემიას.

ისტორია და აღწერა რედაქტირება

კოპენჰაგენის ოპერის მეცენატი იმდენად მბრძანებლური ხასიათის აღმოჩნდა, რომ არქიტექტორმა ჰენინგ ლარსენმა პროექტის განხორციელების პროცესში თავის დანებებაც კი დააპირა, თუმცა თავი შეიკავა. პრესას კი განუცხადა, რომ თანამშრომლობის პროცესი წარმოუდგენლად რთული იყო როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად. შენობას გარს არტყამს არხები და ამვარად იქმნება შთაბეჭდილება კუნძულზე ყოფნის. მისი ფასადი ფოლადის გრილს გვაგონებს, რის გამოც ზედმეტსახელად "ტოსტერი" შეარქვეს. ასევე უწოდებენ "აეროპორტის ტერმინალს". კონსტრუქციაში გამოყენებულოია ბეტონი, მინა, ფოლადი და მარმარილო. ინტერიორი 14 სართულისგან შედგება და ათასამდე ოთახს მოიცავს. მთავარი სცენა და კულისები შენობის შუაგულში მდებარეობს. დიდი დარბაზი 1500 ადამიანზეა გათვლილი. ორკესტრისთვის განკუთვნილ ადგილში კი 110 მუსიკოს ეტევა. შენობაში მოთავსებულია ოთხი მეორეული სცენა. ორკესტრის სარეპეტიციო დარბაზი მიწისქვეშ , ზღვის დონიდან 13 მეტრით ქვემოთ მდებარეობს.

ოპერას უკავია 41000 კვ. მეტრი ფართობი, მიწისქვეშ მისი ფართობია 12000 კვ. მეტრი. სიმაღლე 38 მეტრია. კონსტრუქცია დაჯდა 336 მილიონი ევრო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება