კონცევიჩის სისტემა

კონცევიჩის სისტემაკორეული ენის კირილური ანბანის მეშვეობით ტრანსკრიბირების სისტემური კრებული. ეს სისტემა შეიმუშავა რუსმა აღმოსავლეთმცოდნემ, კორეისტმა ლევ კონცევიჩმა. აღსანიშნავია, რომ ლევ კონცევიჩი ეყრდნობოდა უფრო ადრეულ ტრანსკრიფციას, რომლის შემუშავებასაც ა. ა. ხოლოდოვიჩმა მოჰკიდა ხელი.

ლევ კონცევიჩისეული სისტემა წარმოადგენს კორეული სიტყვების კირილიზების ძირითად სისტემას მთელს აღმოსავლეთ სლავურენოვან (რუსული, უკრაინული და ბელარუსული ენებისთვის) არეალში. დიდი იყო ამ სისტემის გავლენა კირილური ანბანის მქონე სამხრეთსლავურ (სერბული, ბულგარული, მაკედონური) ენათა კორეანიზმების მართლწერათა შექმნისა და ჩამოყალიბების საქმეში.

საქართველოში კორეულ სახელთა და რეალიათა ქართულად გადმოტანა დღესაც კირილური ტრადიციით ხდება.

ტრანსკრიფცია რედაქტირება

დღესდღეობით სამხრეთ კორეაში, ისევე როგორც ჩრდილოეთ კორეაში ძირითად დამწერლობას წარმოადგენს კორეული დამწერლობა - ჰანგული. თავის დროზე საბჭოთა კორეისტების მიერ შემუშავებული იქნა წესები, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელი გახდა კირილური ანბანის მეშვეობით გადმოეცათ ჰანგულის ბგერათა ჟღერადობა. ლევ კონცევიჩის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად სისტემატიზირებული იქნა ეს წესები.

ჰანგილის სხვა რომანიზებულ სისტემათაგან განსხვავებით კონცევიჩის სატრანსკრიფციო სისტემაში განსაკუთრებული ყურადღება იმას კი არა ექცევა, თუ როგორ იწერება ესა თუ ის ასო, არამედ სმენადობას, ბგერათა ჟღერადობას (ფონეტიკური ტრანსკრიფცია).

თანხმოვნები ხმოვნები მოძველებული ასო-ნიშნები
ჰანგილი რუსული
ტრანსკრიფცია
ლათინური
ტრანსკრიფცია
(ახალი)
ჰანგილი რუსული
ტრანსკრიფცია
ლათინური
ტრანსკრიფცია
(ახალი)
ჰანგილი რუსული
ტრანსკრიფცია
К- / -г- / -к g / k А a МВ
Н n Я ya В
Т- / -д- / -т d / t О eo ПФ
-Р- / -ЛЬ r / l Ё yeo ВВ
М m О o Л
П- / -б- / -п b / p Ё yo Ж
С / -т s У u '
-Н (-нъ) ng Ю yu НН
Ч / -дж- / -т j Ы eu ХХ
ЧХ / -т ch И i ПК
КХ / -к k Э ae ПТ
ТХ / -т t ЙЯ yae ПС
ПХ / -п p Е / е e ПСК
Х h ЙЕ / -е ye ПСТ
КК kk ВЕ oe ПЧ
ТТ tt ВИ wi ПТ
ПП pp ВО wo СК
СС / -т ss ВЭ wae СЧ
ЧЧ jj ВЕ we СН
ЫЙ / -и ui СТ
ВА wa СБ

შენიშვნები:

  1. ასო-ნიშანი ㅇ მარცვლის დასაწყისში არ წაიკითხება.
  2. დიდი ასო-ნიშნებით წერა რუსული ტრანსკრიფციისთვის ბგერათა გადმოცემის მთავარი მეთოდია.
  3. ორ დეფისს შორის გაკეთებული ჩანაწერი არის შუა სიტყვაში ხმოვნებს შორის, ანდა სონორული თანხმოვნების (М, Н, НЪ, ЛЬ и Р) შემდეგ ასო-ბგერის ტრანსკრიფცია.
  4. დეფისის შემდეგ ჩანაწერი არის ასო-ნიშნის ტრანსკრიფცია სიტყვის, ან მარცვლის ბოლოში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება