კონულარიები (ლათ. Conulatae) — ამომწყდარი უხერხემლო ცხოველების ჯგუფი, რომლებსაც უფრო ხშირად ნაწლავღრუიანებს მიაკუთვნებენ. ცხოვრობდნენ ზღვებში ადრეული კამბრიული პერიოდიდან ადრეულ ტრიასამდე. ჰქონდათ პირამიდული ან სიგარისებური თხელკედლიანი ჩონჩხი, რომელიც სიცოცხლეში ალბათ ელასტიკური იყო. წვერის ნაწილი განივი ტიხრებით საკნებად იყო დაყოფილი. კონულარიებს ოთხსხივიანი სიმეტრია ჰქონდათ. უმრავლესობა თავისუფლად მცხოვრები მცურავი ცხოველი იყო.

კონულარიები

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Conulata

ლიტერატურა რედაქტირება