კონსტანციუს II (ფლავიუს იულიუს კონსტანტინე, ლათ. Flavius Julius Constantius; დ. 7 აგვისტო, 317, სირმიუმი — გ. 3 ნოემბერი, 361, მოპუსკრენა, კილიკია) — რომის იმპერატორი 337-361 წლებში, ათჯერ კონსული.[1]

კონსტანციუს II
რომის იმპერიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 337
მმართ. დასასრული: 361
წინამორბედი: კონსტანტინე I
მემკვიდრე: იულიანე განდგომილი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 7 აგვისტო, 317
გარდ. თარიღი: 3 ნოემბერი 361
დინასტია: კონსტანტინიანები
მამა: კონსტანტინე I
დედა: ფაუსტა

ცხოვრება რედაქტირება

კონსტანტინე I დიდის შვილებს შორის იმპერიის დაყოფის შემდეგ (337 წელი) წილად ხვდა აზია და ეგვიპტე, მოგვიანებით ბალკანეთის ნახევარკუნძულიც (339 წელი). ძმების დაღუპვის (კონსტანტინე II340, კონსტანტი350 წელი) და უზურპატორის დამარცხების შემდეგ აღადგინა იმპერიის მთლიანობა და 353 წლიდან ერთპიროვნულად მართავდა მას. ცდილობდა კონსტანტინოპოლის ამაღლებას რომზე. მისის სასახლის კარი გამოირჩეოდა ბრწყინვალებით, გაძლიერდა ბიუროკრატია. შეიქმნა ჯაშუშების ფართო ქსელი. იმპერატორი მხარს უჭერდა არიანელობას. გააუქმა წარმართული ტაძრები, აკრძალა მსხვერპლთშეწირვა. გარდაიცვალა სპარსელების წინააღმდეგ ლაშქრობის დროს.

კონსტანციუსის შემდეგ იმპერატორი გახდა იულიანე განდგომილი.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება