კონსტანტინე მარდალეიშვილი

კონსტანტინე მარდალეიშვილი (დ. 1 იანვარი, 1946, თბილისი) — ქართველი ექიმი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2018).


1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიურ ფაკულტეტი.

1967-1970 წლებში მუშაობდა დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკის დაბა კოჩუბეიში ექიმ-სტომატოლოგად, 1970-1974 წლებში იყო მოსკოვის სტომატოლოგიის ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი ყბა-სახის ქირურგიის სპეციალობით, 1974-1976 წლებში — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი, 1976-1984 წლებში — მოსკოვის მეცნიერებათა აკადემიის საკავშირო ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის თავისა და კისრის სიმსივნეების განყოფილების დოქტორანტი (1980-1984). 1984 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის თავისა და კისრის სიმსივნეების განყოფილების ხელმძღვანელი, 1997-2011 წლებში მის მიერ დაარსებული „ქართულ-გერმანული სპეციალიზებული ონკოლოგიური კლინიკის“ ხელმძღვანელი, 1999-2000 წლებში სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ონკოლოგიის კათედრის პროფესორი. 2000-2006 წლებში სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ონკოლოგიის კათედრის გამგე, კითხულობდა საგანს: ზოგადი ონკოლოგია. 2006-დან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის თავისა და კისრის ონკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი. კითხულობს საგანს: პირის ღრუს, თავისა და კისრის ავთვისებიანი სიმსივნეების დაავადებათა კლინიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა. 2012-დან დღემდე მრავალპროფილური ონკოლოგიური კლინიკის - „ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი“-ს ხელმძღვანელი. 3 წიგნის და 200-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

ჯილდოები რედაქტირება

  • 1998საქართველოს სახელმწიფო პრემია — მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში 1982-1994 წლებში გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისათვის „რეკონსტრუქციულ - აღდგენითი ოპერაციები ონკოლოგიაში“

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება