კონსტანტინე თუმანიშვილი

კონსტანტინე პავლეს ძე თუმანიშვილი (დ. 7 ოქტომბერი, 1874, ქუთაისი — გ. 10 იანვარი, 1937) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი.

დაიბადა კათოლიკური აღმსარებლობის აზნაურულ ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, შემდეგ სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. 1905 წლიდან ფილიპე გოგიჩაიშვილთან ერთად მონაწილეობდა განახლებული გაზეთ „ივერიის“ გამოცემაში, შემდეგ იყო გაზეთ „ზაკავკაზიეს“ რედაქტორი. 1909 წელს იყო „ივერიის“ სარედაქციო ნაწილის გამგე. აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს იმდროინდელი აქტუალური საზოგადოებრივ-პოლიტიკური პრობლემების შესახებ. აკრიტიკებდა სოციალ-დემოკრატებს. საბჭოთა ხელისუფლების წლებში ეკონომისტად მუშაობდა საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარიატის სამთო მადნეულის სამმართველოში. 1937 წელს ტერორისტული და კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქუთაისელი კათოლიკები XIX საუკუნეში / ნ. კვარაცხელია // ქუთაისის მუზეუმის მასალები : კრებული. - ქუთაისი, 1999. - №11. - გვ.88-97.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  • თუმანიშვილი კონსტანტინე პავლეს ძე // სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო. - 2013.