კონსტანტინე ვაისერმანი

კონსტანტინე ვაისერმანი (დ. 20 მაისი, 1896, თბილისი — გ. 1988) — ქართველი მწერალი,პედაგოგი,რეჟისორი.

ბიოგრაფია რედაქტირება

1915 წელს დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი.

უმაღლესი განათლების მისაღებად გაემგზავრა ხარკოვში, სადაც შევიდა ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. 1917 წელს გაწვეულ იქნა ჯარში.1919 წელს ექსტერნად ჩააბარა გამოცდები თბილისის უმაღლეს პედაგოგიურ კურსებზე და მიიღო ფიზიკა–მათემატიკის მასწავლებლის წოდება. 1927 წელს შეთავსებით დაიწყო მუშაობა თვითმოქმედ წრეში, რომელიც იმავე წელს გადაკეთდა რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრად. ამ თეატრის დაარსების ერთ–ერთი ინიციატორი იყო. აქ მან დაიწყო მოღვაწეობა როგორც პედაგოგიური ნაწილის გამგემ. 1935 წლიდან ის დაინიშნა თეატრის დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად. 1950–1953 წლებში იყო გრიბოედოვის თეატრის დირექტორი, ხოლო 1953–1962 წლებში კვლავ რუსული მოზარდ მაყურებელთა თეატრის დირექტორი.

ჯილდოები რედაქტირება

  • 1941 – საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • მსოფლიოში პირველი : თბილისის საბავშვო რკინიგზა (ავტორი) თბილისი, ნაკადული, 1978 102გვ.
  • თავშესაქცევი კაბადონი : საშ. და უფრ. სასკოლო ასაკის ბავშვთათვის ; თარგმნა მ. ომიაძემ (ავტორი) თბილისი, ნაკადული, 1972 46გვ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო თბ., 1996 გვ.29.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება