კონსო (აგრეთვე ცნობილი როგორც კარატი) — პატარა ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ ეთიოპიაში, მდინარე საგანზე, ზღვის დონიდან 1650 მეტრზე. კონსოს სპეციალური ვორედის (ეთიოპიის სახელმწიფოს ადმინისტრაციული დანაყოფი) ადმინისტრაციული ცენტრია და შედის სამხრეთის ერების, ეროვნებების და ხალხების რეგიონში.

კონსოს კულტურული ლანდშაფტი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ეთიოპიის დროშა ეთიოპია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, v
სია [1]
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 51°15′00″ ჩ. გ. 37°29′00″ ა. გ. / 51.25000° ჩ. გ. 37.48333° ა. გ. / 51.25000; 37.48333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2011  (35-ე სესია)
ნომერი 1333
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1333
ინგლ.რუს.ფრ.

კონსო, რომელსაც სახელი კონსოს ხალხისგან ეწოდა, ცნობილია თავისი რელიგიური ტრადიციებით, ვაგას სკულპტურებითა და სამარხებით (ადრეული ჰომინიდების). 1997 წლიდან ქალაქი შესული იყო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში, 2011 წელს იგი უკვე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა.

როგორც ეთიოპიის სტატისტიკის ცენტრალური სააგენტო იტყობინება, 2005 წელს ქალაქის სავარაუდო მოსახლეობა 4593 ადამიანს შეადგენდა, 2258 კაცს და 2335 ქალს. 1994 წლის ოფიციალური აღწერის მონაცემებით კი ქალაქში 2535 ადამიანი ცხოვრობდა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება