კონი-აილენდი (ინგლ. Coney Island) — ნახევარკუნძული, ყოფილი კუნძული, ბრუკლინის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში, ნიუ-იორკი, ვრცელი საზოგადოებრივი პლაჟით ატლანტის ოკეანეზე. ამავე სახელწოდების უბანში 60.000 ადამიანი ცხოვრობს ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში. მას ესაზღვრება სიგეიტი დასავლეთით, ბრაიტონ-ბიჩი და მანჰატენ-ბიჩი აღმოსავლეთით, ხოლო გრეივსენდი ჩრდილოეთით.

კონი-აილენდი

ეს არემარე ერთ-დროს აშშ-ის ჩრდილოაღმოსავლეთში უდიდესი კურორტი და გასართობი პარკი იყო, რომლის პოპულარობის პიკმა მე-20 საუკუნის ადრეულ წლებში მიაღწია. მისი პოპულარობა დაეცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და წლობით მიუხედავი იყო. ბოლო წლებში უბანი შედარებით გამოცოცხლდა კისპან პარკის გახსნით, სადაც წარმატებული ბეისბოლის გუნდი ბრუკლინ საიკლონზი თამაშობს.