კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დემოგრაფია

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოსახლეობის მახასიათებლების, დინამიკის, სტრუქტურისა და ევოლ

ქვეყანაში ცხოვრობს 250-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფი, რომელთაგან უმრავლესობა ბანტუს ხალხის წარმომადგენელია. ოთხი ყველაზე უფრო დიდი ჯგუფი — მონგო, ლუბა, კონგო (ყველა ბანტუს ხალხი) და უბანგიური ენების მანგბეტუ-ზანდეს ხალხი შეადგენს ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 45 %-ს. ქვეყანაში ასევე ცხოვრობს 60 000 თეთრკანიანი, რომელთაგან უმრავლესობა ბელგიური წარმოშობისაა, რომლებიც იქ დარჩნენ ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ.

მოსახლეობის ზრდის გრაფიკი

ქვეყნის მოსახლეობის 80 %-ს შეადგენს ბანტუს ხალხი: ლუბა (18 %), მონგო (17 %), კონგო (12 %), ლუნდა, ჰუტუ, ტუტსი, ბატეკე და სხვები.

ცენტრალურსუდანური ენები/უბანგიური ენები: ნგბანდი, ნგბაკა, მორუ-მანგბეტუ, ზანდე, ლუგბარა და სხვა.

ნილოტი ხალხი: ალური, ბარი და სხვა.

პიგმეები: მბუტი, ბაკა და სხვა.

მაკა-ნჯემის ეთნიკური ჯგუფები

როგორც თვლიან 600 000-ზე მეტი პიგმეი (მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 1 %) ცხოვრობს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ვრცელ ტყეებში, სადაც მათ თავი გააქვთ ველურ ცხოველებზე ნადირობით და ხილის მოგროვებით.

  • მოსახლეობის რაოდენობა — 85 026 000 ადამიანი (2014).
  • წლიური ზრდა — 3,07 % (2014 წელი).
  • ქალაქის მოსახლეობა — უცნობია.
  • სოფლის მოსახლეობა — უცნობია.
  • შობადობა — 43,69 ბავშვი 1000 ადამიანზე (ფერტილობა — 6,35 დაბადებული ერთ ქალზე) (2014 წელი).
  • შობადობის ჯამური კოეფიციენტი — 6,45 ბავშვი 1 ქალზე (2014 წელი).
  • სიკვდილიანობა — 13,27 % (2014 წელი).
  • ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი — 88,62 % (2014 წელი).
  • სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 51,46 წელი (2014).
  • საშუალი ასაკი — 16,2 წელი
    • მამაკაცები — 16,0 წელი
    • ქალები — 16,4 წელი (2014 წელი).
    • 0-14 წელი: 47,4 %
    • 15-64 წელი: 50,1 %
    • 65 წელზე უფროსები: 2,5 % (2014 წელი).
  • განათლება — 65,5 % (76,2 % მამაკაცებში, 55,1 % ქალებში (2003 წლის შეფასება)).
  • შიდსის ვირუსით დაავადება — მოსახლეობის 3,0 % (2007 წელი).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება