ბობ ჰოუპი, XXს-ის ყველაზე ცნობილი სტენდ-აპ კომიკოსი

კომიკოსი ან კომედიანტი — ადამიანი, რომელიც ცდილობს აუდიტორიის გართობას მათი გაცინებით. ის შეიძლება იყენებდეს სიტყვიერ ხუმრობას, რეკვიზიტებს ან ანეკდოტურ სიტუაციებს. კომიკოსს, რომელიც უშუალოდ მიმართავს აუდიტორიას, სტენდ-აპ კომიკოსი ეწოდება.

ისტორია რედაქტირება

ძველი ბერძნები რედაქტირება

პირველი ცნობები კომიკოსების შესახებ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 425 წლითაა დათარიღებული, როდესაც არისტოფანემ, კომედიების ავტორმა და დრამატურგმა, დაწერა უძველესი კომედიური პიესები.[1] მას შეუქმნია 40 კომედია, რომელთაგანაც თერთმეტია შემორჩენილი და დღემდე იდგმება თეატრებში.

შექსპირის კომედია რედაქტირება

ინგლისელმა პოეტმა და დრამატურგმა უილიამ შექსპირმა მრავალი კომედია დაწერა. შექსპირის კომედიებს ახასიათებთ ბედნიერი დასასრული, რომელიც ჩვეულებრივ მოიცავს დაუქორწინებელ პერსონაჟებს შორის ქორწინებას.

თანამედროვე ეპოქა რედაქტირება

ამერიკული კომედია სათავეს იღებს 1840-იანი წლებიდან მინსტრული შოუების სამმოქმედებიანი ფორმატიდან. მინსტრელები ბაძავდნენ შავკანიან ადამიანებს, რის გამოც დიდი კრიტიკა დაიმსახურეს; ფრედერიკ დუგლასმა შოუ საჯაროდ დაგმო.[2] მინსტრული წარმოდგენები 1896 წელს შეწყდა. ამერიკული სტენდ-აპი პირველად ვოდევილის თეატრში გამოჩნდა 1880-იან წლებში.

 
ჩარლი ჩაპლინი ფილმში ჩემპიონი, 1915 წ

ბრიტანული კომედია სათავეს იღებს 1850-იან წლებში, როცა ჩარლი ჩაპლინმა, სტენ ლორელმა და დენ ლენომ მუსიკალურ დარბაზებში დაიწყეს თეატრალური შესრულება.[3] მათი მენტორი იყო კომიკოსი და თეატრის იმპრესარიო ფრედ კარნო, რომელმაც შექმნა კომედიის უხმო, დიალოგებს მოკლებული ფორმა.

ინტერნეტი რედაქტირება

კომედია სულ უფრო პოპულარული ხდება ინტერნეტში. ცნობილი კომედიური პოდკასტების წამყვანები არიან კევინ სმიტი და ჯო როგანი.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი კომიკოსი რედაქტირება

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი კომიკოსი კევინ ჰარტია, რომელიც, 2016 წლის მონაცემებით, წელიწადში $87,5 მილიონს გამოიმუშავებს.[4]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Aristophanes (1996). Lysistrata, გვ. ix. ISBN 9781854593252. 
  2. 1848 (Frederick Douglas). The North Star. 
  3. McCabe, John. "Comedy World of Stan Laurel". p. 143. London: Robson Books, 2005, First edition 1975
  4. Forbes. The Highest-Paid Comedians 2016.