კომერსონის დელფინი

კომერსონის დელფინი (Cephalorhynchus commersonii))[1] ასევე ცნობილი, როგორც ჯაკობიტა, საყელოიანი დელფინი და პანდა დელფინიძუძუმწოვარი ცხოველი დელფინისებრთა ოჯახისა. მერსონის დელფინი ოკეანის დელფინია და Cephalorhynchus-ის რიგს მიეკუთვნება. ჰყავს გეოგრაფიულად იზოლირებლი ორი სუბსახეობა. მთავარი სუბსახეობაა C.c.commersonii, რომელიც სამხრეთ ამერიკის სამხრეთ სანაპიროსთან ბინადრობს. მეორე სუბსახეობაა C.c.kerguelenensis, პირველ სახეობაზე უფრო დიდია და ინდოეთის ოკეანეში, კერგელენის კუნძულების ირგვლივ ბინადრობს.

კომერსონის დელფინი აკვარიუმში

სახეობას სახელი ეწოდა ფრანგუ ბუნებისმეტყველის, დოქტორ ფილბერტ კომერსონის პატივსაცემად, რომელმაც 1767 წელს მაგელანის სრუტეში შემჩნეული სახეობა პირველმა აღწერა.[2]

პოპულაცია და გავრცელება რედაქტირება

ორი სუბსახეობა ერთმანეთისგან გეოგრაფიულად გამოყოფილია დაახლოებით 130° გრძედითა და 8500კმ-ით. მათი ამგვარი განაწილების მიზეზები უცნობია. მსოფლიო პოპულაციაც უცნობია. მთავარი სუბსახეობაა C.c.commersonii, რომელიც ფოლკლენდის კუნზულების მახლობლად ბინადრობს. 1984 წლის გამოკითხვის მიხედვით მაგელანის სრუტეში 3400 ინდივიდი ბინადრობდა. მეორე სუბსახეობაა C.c.kerguelenensis, რომელიც 1950-იან წლებში აღმოაჩინეს. ეს სუბსახეობა ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში, კერგელენის კუნძულების მახლობლად წყალმარჩხ წყლებში ბინადრობს. 2004 წელს, დაუდგენელი წარმოშობის კომერსონის დელფინი სამხრეთ აფრიკის აგულიასის ქვაბულის წყლებში შენიშნეს. ეს ადგილი 4200 კმ-ითაა დაშორებული კერგელენის კუნძულებიდან, ხოლო 6300 კმ-ით სამხრეთ ამერიკიდან.[3]

აღწერა რედაქტირება

C.c.commersonii რედაქტირება

 
კომერსონის დელფინი მაგელანის სრუტეში

Commersonii-ს სუსახეობებს მუქი თავი და ზურგის ფარფლი, ხოლო სხეულის დანარჩენი ნაწილი - თეთრი აქვთ. ფერებს შორის საზღვრები სუფთადაა გამოკვეთილი. კომერსონის დელფინი ვეშაპისნაირთა შორის ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახეობაა. დაახლოებით 1.5 მეტრის სიგრძისაა. ზრდასრული მდედრი კომერსონის დელფინი, რომელიც სამხრეთ პატაგონიაში დაიჭირეს, 23 კილოგრამს იწონიდა და 1.36 მეტრის სიგრძის იყო და შესაძლოა ყველაზე პატარა ვეშაპისნაირი მსოფლიოში.[4] კომერსონის დელფინი გარეგნობით ზღვის ღორს წააგავს, მაგრამ დელფინთათვის დამახასიათებელი ქცევებით გამოირჩევა. ზურგის ფარფლი გრძელი, სწორი და ბოლოსკენ მორკალულია.

სქესის გარჩევა მუცლის ლაქების მიხედვითაა შესაძლებელი - მამრების ლაქა წვეთისმაგვარია, ხოლო მედრებისა - წრიული. მდედრები შეწყვილების ასაკს 6-დან 9 წლამდე აღწევენ. მამრებიც სექსუალურად იმავე ასაკში მწიფდებიან. შეწყვილების პერიოდი გაზაფხული და ზაფხულია. ორსულობის პერიოდი 11 თვეა.[5] კომერსონის დელფინი ველურ პირობებში 18 წელს ცოცხლობს, მაგრამ ტყვეობაში ერთ-ერთმა ინდივიდმა ყველაზე ხანგრძლივად, 33 წელი იცოცხლა.[6]

C.c.kerguelenensis რედაქტირება

kerguelenensis-ის სუბსახეობა C.c.commersonii-ზე უფრო დიდია და შავი ფერის ნაცვლად, უფრო მუქი ნაცრისფერები არიან, ხოლო თეთრის ნაცვლად - ღია ნაცრისფერები. ფერებს შორის საზღვრები არც თუ ისე სუფთაა.[7][8]

ქცევა რედაქტირება

კომერსონის დელფინი ძალიან აქტიურია. ხშირად წყლის ზედაპრზე ტალღისებურად ცურვისას და წყალზე ხტომისასაა შემჩნეული. შეუძლია წრიულად ხტომა და გრეხა. იკვებება სანაპირო და ღია ზღვის თევზებითა და კალმარებით. სამხრეთ ამერიკის სუბპოპულაციის კვების რაციონში კიბოსნაირებიც შედის.[9] ამ სახეობის დელფინებს ტყვეობაში გაძლება შეუძლიათ და მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე საკვარიუმშიც ბინადრობენ.[10][11] ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის კლასიფიკაციით, კომერსონის დელფინი LC კკატეგორიაშია შეყვანილი.

სქოლიო რედაქტირება

  1. Crespo, E., Olavarria, C., Dellabianca, N., Iñíguez, M., Ridoux, V. & Reeves, R. 2017. Cephalorhynchus commersonii (errata version published in 2018). The IUCN Red List of Threatened Species 2017: e.T4159A128963283. Downloaded on 30 December 2018.
  2. Sharks and Whales (Carwardine et al. 2002), p. 370.
  3. Bruyn, P. J. N., de; Hofmeyr, G. J. G.; Villiers, M. S., de (2006). „First record of a vagrant Commerson’s dolphin, Cephalorhynchus commersonii, at the southern African continental shelf“ (PDF). African Zoology. 41 (1). ციტირების თარიღი: February 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  4. Wood, The Guinness Book of Animal Facts and Feats. Sterling Pub Co Inc. (1983), ISBN 978-0-85112-235-9
  5. F. Righi, Carina; S. Blanco, Gabriela; Esteban, Frere (2013). „Abundance and Spatial Distribution of Commerson’s Dolphin (Cephalorhynchus commersonii)“. Aquatic Mammals. 39 (1): 1–9. doi:10.1578/AM.39.1.2013.1. ციტირების თარიღი: 11 December 2018.
  6. Pedicini, Sandra. (February 1, 2016) Unusual Commerson's dolphins' time at SeaWorld's Aquatica coming to a close. Orlando Sentinel.
  7. Jefferson, Thomas A.; Webber, Marc A. J. G. M.; Pitman, Robert L. (2008) Marine mammals of the world : a comprehensive guide to their identification, 1st, London: Academic, გვ. 263. ISBN 978-0-12-383853-7. ციტირების თარიღი: 8 December 2015. 
  8. Jefferson, Thomas A.; Webber, Marc A. J. G. M.; Pitman, Robert L. (2008) Marine mammals of the world : a comprehensive guide to their identification, 1st, London: Academic, გვ. 263. ISBN 978-0-12-383853-7. ციტირების თარიღი: 8 December 2015. 
  9. Loizaga de Castro, Rocio; Dans, Silvana Laura; Coscarella, Mariano Alberto; Crepso, Enrique Alberto (2013). „Living in an estuary: Commerson´s dolphin (Cephalorhynchus commersonii (Lacépède, 1804)), habitat use and behavioural pattern“. Latin American Journal Of Aquatic Research. 41 (5): 985–991. doi:10.3856/vol41-issue5-fulltext-17. ციტირების თარიღი: 11 December 2018.
  10. Batt, Elizabeth. CAPTIVE COMMERSON’S DOLPHINS IN NORTH AMERICA. ციტირების თარიღი: 11 December 2018.
  11. Gewalt, Wolfgang (1990). „The Jacobita, or Commerson's dolphin (Cephalorhynchus commersonii)“. Aquatic Mammals. 16 (2): 53–64.