კომატიტი (მდინარე კომატის სახელწოდების მიხედვით) — ულტრაფუძე და ფუძე ქანების კომპლექსის კრებითი სახელწოდება. კომატიტური სერიები შედგება ლავური ნაკადების, მძლავრი დიფერენცირებული საფარველებისა და განშრევებული სილებისაგან. კომატიტი გავრცელებულია პრაქტიკულად ყველა უძველესი ბაქნის ფარგლებში. ფანეროზოური დროის კომატიტები აღწერილია ნაოჭა მხარეებში. ხშირად კომატიტებთან არის დაკავშირებული მნიშვნელოვანი სულფიდურ-ნიკელიანი საბადოები.

კომატიტი
კომატიტი
ცნობები
ტიპი მეტამორფული

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება