კომატი (ინგლ. Komati) — მდინარე სამხრეთ აფრიკაში. ესვატინში და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. სახელი კომატი წარმოშობილია სვატის ენიდან, რაც ნიშნავს "ძროხას", რომელსაც მუდამ აქვს რძე.[1]

კომატი
ინგლ. Komati
ქვეყანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ესვატინის დროშა ესვატინი, მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
სათავე 26°16′01″ ს. გ. 30°07′45″ ა. გ. / 26.26694° ს. გ. 30.12917° ა. გ. / -26.26694; 30.12917
სათავის სიმაღლე 1800 მ
შესართავი მაპუტუს ყურე
25°52′23″ ს. გ. 32°43′37″ ა. გ. / 25.87306° ს. გ. 32.72694° ა. გ. / -25.87306; 32.72694
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 480 კმ
კომატი — მოზამბიკი
კომატი
კომატი
— სათავე, — შესართავი
კომატი ვიკისაწყობში

მდინარე სათავეს იღებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე მპუმალანგას პროვინციაში, რომელიც იმყოფება ზღვის დონიდან დაახლოებით 1800 მეტრზე[2], შემდეგ მიედინება ესვატინში და იქიდან მოზამბიკში. მისი სიგრძე შეადგენს 480 კმ-ს, მდინარის აუზის ფართობია — დაახლოებით 50 000 კმ². მისი წლის საშუალო მდინარეული ჩამონადენის რაოდენობა შესართავთან შეადგენს 111 მ³/წმ-ში[3]. ჩაედინება ინდოეთის ოკეანეში.

აქვს რამდენიმე შენაკადი. მდინარის წყალი გამოიყენება მოსარწყავად. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მპუმალანგას პროვინციის მდინარის ნაპირებზე მდებარეობს ეროვნული პარკი ნკომაზი (Nkomazi).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. du Plessis, E. J. (1973). Suid-Afrikaanse berg- en riviername. Tafelberg-uitgewers, Cape Town, გვ. 251. ISBN 0-624-00273-X. 
  2. "Komati River" Online Encyclopædia Britannica
  3. Nakayama, Mikiyasu (2003). International Waters in Southern Africa. United Nations University Press, გვ. 9. ISBN 92-808-1077-4. ; online at Google Books[მკვდარი ბმული]