კოლუმბიის ეროვნული გერბი მოიცავს ფარს, რომელზეც დატანილია მრავალი სიმბოლო. მის თავზე ზის ანდური კონდორი, რომელსაც ნისკარტით ზეთისხილის გვირგვინი უჭირავს; კონდორი თავისუფლების სიმბოლოა. ფრინველსა და ფარს შორის, შავი ასოებით ოქროსფერ ფონზე, წაწერილია კოლუმბიის დევიზი „თავისუფლება და წესრიგი“ (ესპ. Libertad y Orden). კონდორს ფრთები გაშლილი აქვს და მარჯვნივ იყურება.

კოლუმბიის ეროვნული გერბი

აღწერა რედაქტირება

ფარის ორივე მხარეს ჩამოკიდულია კოლუმბიის ეროვნული დროშა. თავად ფარი სამ ნაწილად იყოფა. ყველაზე ქვედა ნაწილზე გამოსახულია გემები, რაც ხაზს უსვამს კოლუმბიის საზღვაო ისტორიას, განსაკუთრებით კი პანამის ყელის, რომელიც 1903 წლამდე კოლუმბიას ეკუთვნოდა. ამჟამად კი ის განასახიერებს ქვეყნის გასასვლელეს ორ ოკეანეზე (წყნარი და ატლანტის). გემები მიუთითებს კოლუმბიის სავაჭრო ურთიერთობებზე დანარჩენ მსოფლიოსთან და მზარდ ეკონომიკაზე. ცენტრალურ ნაწილზე გამოსახულია ფრიგიული ქუდი, რაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ტრადიციული სიმბოლოა. ზედა ნაწილზე, ცისფერ ფონზე, ორ სიუხვის რქას შორის გამოსახულია ბროწეულიახალი გრანადის ვიცე-სამეფოს სიმბოლო. მარჯვენა რქა სავსეა ოქროსა და ვერცხლის მონეტებით, მარცხენა კი ტროპიკული ხილით. გერბის ეს ნაწილი ხაზს უსვამს კოლუმბიის მიწის სასოფლო-სამეურნეო და მინერალურ სიმდიდრეს.

რესპუბლიკის ეროვნული გერბი შექმნა ფრანსისკო დე პაულა სანტანდერმა და მიღებულ იქნა 1834 წლის 9 მაისის აქტით. შემდეგში, 1924 წელს შეიტანეს მცირე ცვლილებები.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: