კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი

კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი (ხორ. Kolinda Grabar-Kitarović; დ. 29 აპრილი, 1968) — ხორვატიელი დიპლომატი. 2011-2014 წწ. იყო ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში. 2008-2011 წლებში იყო ხორვატიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში. რწმუნებათა სიგელი გადასცა 2008 წლის 19 მარტს[1]. 2005-2008 წლებში იყო ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო 2003-2005 წლებში ევროპის საქმეთა მინისტრი.

კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი
კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი
ხორვატიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 თებერვალი, 2015 – 18 თებერვალი, 2020
წინამორბედიივო იოსიპოვიჩი
მემკვიდრეზორან მილანოვიჩი

ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 თებერვალი, 2005 – 12 იანვარი, 2008
პრემიერ-მინისტრიივო სანადერი
წინამორბედიმიომირ ჟუჟული
მემკვიდრეგორდან იანდროკოვიჩი

ხორვატიის ევროპის საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 დეკემბერი, 2003 – 16 თებერვალი, 2005
პრემიერ-მინისტრიივო სანადერი
წინამორბედინევენ მიმიცა
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

დაბადებული29 აპრილი, 1968 (1968-04-29) (56 წლის)
რიეკა, ხორვატია
პოლიტიკური პარტიახორვატიის დემოკრატიული გაერთიანება
მეუღლეიაკობ კიტაროვიჩი
შვილებილუკა, კატერინა
განათლებაზაგრების უნივერსიტეტი, ვენის დიპლომატიური აკადემია
რელიგიაკათოლიკე

ხორვატიის 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყო კანდიდატი ხორვატიის დემოკრატიული გაერთიანების მხარდაჭერით. პირველ ტურში მცირე უპირატესობით დამარცხდა მოქმედ პრეზიდენტთან, ხოლო მეორე ტური 50,74% მოიგო და გახდა ხორვატიის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი[2].

კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი გათხოვილია იაკობ კიტაროვიჩზე, ჰყავთ ორი შვილი. იგი ხორვატულის გარდა ფლობს ინგლისურს, ესპანურსა და პორტუგალიურ ენებს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება