კოლაბორაციონიზმი (ფრანგ. collaboration — „თანამშრომლობა“) — გაცნობიერებული, ნებაყოფლობითი და განზრახული თანამშრომლობა მტერთან, რომელიც მიმართულია საკუთარი ქვეყნის საზიანოდ[1]. ტერმინი უფრო ხშირად გამოიყენება ვიწრო მნიშვნელობით: ოკუპანტებთან თანამშრომლობა.

გამოყოფენ კოლაბორაციონიზმის ორ ფორმას:

  • იძულებითი კოლაბრაციონიზმი
  • შეგნებული კოლაბორაციონიზმი

ტერმინმა ნეგატიური მნიშვნელობა შეიძინა მეორე მსოფლიო ომის დროს. საფრანგეთში კოლაბორაციონისტებს უწოდებენ იმ პირებს, რომლებიც ევროპაში ფაშისტური გერმანიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე 1939-1945 წლებში თანამშრომლობდნენ ნაცისტებთან[2].

სქოლიო რედაქტირება